loading...

ბლოგერ "მეს" აზრი...

 ყველამ ვიცით რომ თემები, რომლითაც ბევრი ბლოგერი სპეკულირებს, ძალიან მომგებიანია და ზერელედ , ორ წინადადებაში მათი მოხსენებაც კი, ბლოგს უდავოდ პოპულარულს ხდის. (იმედია არავინ დააკომენტარებს, რომ მე ურცხვად ვტყუი და 2 კი არა, 10 წინადადებაში მოიხსენია). პრინციპში, სათაურიც კი საკმარისია ამისთვის. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ პოსტი. "ჩემს მშობლებს უთხრეს რომ ცუდი ბიჭი  ვარ" და მერე ისაუბროთ როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადაგები.- ბლოგის რეიტინგი მაინც გარანტირებულია!

მომენატრა აქტიური დასვენება

  მე დათაგული ვარ. ეს უკვე 2 კვირაა ვიცი და მაწუხებს. ფიზიკური აქტივობები- თხილამურებით სრიალი (ისე მენატრება, აღარ ვიხსენებ ხოლმე), ლაშქრობა-გასვლითი ტურები ( ოღონდ არ იგულისხმება 10 საათი ფეხით სვლა), ცურვა (ეს ნაკლებად ითქმის, ჩემთვის ვფართხალებ და გადავირჩენ თავს, რამე რომ იყოს, მაგრამ აუცილებად გამოსასწორებელია ვითარება^), ცეკვა (თავი დავანებე და მენატრება), ვარჯიში (რომელიც ვერა და ვერ ავაწყვე და ჩავაყენე რეჟიმში).

გისურვებთ წარმატებებს ხელსაყრელი გარემოებების შექმნაში



არ მიყვარს ხალხი რომ წუწუნებს ხოლმე. საკმაოდ დამღლელია მოქალაქის მოსმენა რომელიც წუწუნებს მის კომონალურ პირობებზე და მთავრობას აბრალებს ყველაფერს, საშინელი მოსასმენია მორწმუნის წუწუნი იმის შესახებ თუ რატომ დასაჯა ღმერთმა ის ასე, ქართველის წუწუნი რომელსაც საქართველო არ მოწონს და ამერიკას აქებს, შვილის წუწუნი მშობლების შესახებ, ქმრის წუწუნი ცოლის შესახებ და პირიქით…

გამოსავალი ხომ ასეთი მარტივია:

თუ ხელისუფლება არ მოგწონს გახდი რევოლუციონერი

თუ იესო არ მოგწონს ადიდე ალახი

თუ საქართველო არ მოგწონს წადი ამერიკაში

თუ ცოლი არ მოგწონს გაშორდი

მაგრამ თ ამ ყველაფერს ეგუები… ნუ იწუწუნებ მაინც…

რათქმაუნდა მოცემული გარემოებები მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჭკუა და ენერგია გეყოფა შეძლებ ისინი შენთვის სასარგებლო გარემოებებად გადააკეთო

ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვეს ასეთი- თავად შექმნეს. ბერნარდ შოუ

ფოტოგრაფმა Mariano Vivancoმა ჟურნალ iD ისთვის გადაიღო ემა უოთსონი




პაპუასები XXI საუკუნე

 პაპუასები- ისტორიულად უძველესი მოსახლე ტომები არიან. უცხო სიტყვათა ლექსიკონში  პაპუასები-ახალი გვინეის, მელანეზიისა და წყნარი ოკეანის ზოგი სხვა კუნძულის მკვიდრი მოსახლეობის უმეტესობის კრებითი სახელი.


თანამედროვე ადამიანისთვის მობილურისა და ინტერნეტის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია, მაგრამ როგორც უნდა გაგიკვირდეთ, დედამიწაზე დღესაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ, რა არის კომპიუტერი, ტელევიზორი ან რადიო - მათ პაპუასები ჰქვიათ და პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. 

კუნძულის მოსახლეობა (დაახლოებით, 4 მლნ ადამიანი) პატარ-პატარა ტომებადაა დაყოფილი. მათი ძირითადი ენა კრეოლურია, მაგრამ ყველა თავისებურ დიალექტზე ლაპარაკობს. პაპუასები დიდ ოჯახებად ცხოვრობენ. ოჯახის უფროსი მამაკაცია და მას რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება აქვს. მამაკაცები საკვებს ნადირობითა და თევზაობით მოიპოვებენ, ზოგიერთი მიწათმოქმედებასაც მისდევს. მიირთმევენ ღორის, ძაღლისა და ხვლიკის ხორცს, ხოჭოებს, თევზსა და ზღვის პროდუქტებს, ქოქოსს, რომელსაც მუნკის ეძახიან, ბანანს (მოგა), თხილს (კენგარი) და აქვთ ყავისმაგვარი სასმელი კეუ. 

სანადირო და სამუშაო იარაღებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს თავად ამზადებენ. დღესასწაულებზე სარიტუალო ცეკვის შესრულებისა და სიმღერის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის სახეს იღებავენ და ფრინველის ბუმბულებისგან დამზადებულ თავსაბურავებს იხურავენ. რაც შეეხება ქალებს, მათ საოჯახო საქმეების შესრულება, ბავშვების გაზრდა და სამკაულების დამზადება ევალებათ. 

პაპუასების ძირითადი ტანსაცმელი ქამარია - მამაკაცებს წითელი, ხოლო ქალებს შავზოლიანი წითელი ქამრები უკეთიათ, რომელზეც თუთუნისა და წვრილი ნივთებისთვის განკუთვნილ ტომსიკებს კიდებენ. თვითნაკეთი მძივები პაპუასებს ყელზე, ხელებზე, ფეხებზეც უკეთიათ და ხშირად, სამკაულს ნესტოზეც და ტუჩზეც იმაგრებენ. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოჯახის უფროსს ანუ უხუცესს პაპუასები მიწაში არ მარხავენ - გვამს პალმის ფოთლებში ახვევენ, რამდენიმე თვით ცეცხლის თავზე კიდებენ და გვამის მუმიად გადაქცევის შემდეგ, მას სახლში, საპატიო ადგილზე დებენ, თაყვანს სცემენ და დახმარებას სთხოვენ.






loading...