loading...

როგორ დავწერო კარგი პოსტი?



 არ მინდა ეს პოსტი ისე აღიქვათ თითქოს მე მგონია რომ სხვებზე უკეთეს პოსტებს ვდებ, პირიქით ჩემზე კარგ პოსტებს ბევრი დებს.

ამ საიტზე პირველად რამდენიმე თვის წინ შემოვედი და იქიდან მოყოლებული ყოველდღე აქ ვარ, ძალიან კარგი საიტია ძალიან კარგი პოტენციალით, თუმცა ამ პოტენციალს გამოყენება სჭირდება, ამისთვის კი მხოლოდ კარგი ადმინისტრაცია არ კმარა, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული ვინც პოსტებს დებს.

სინამდვილეში არანაირი საიდუმლო არ არსებობს, ყველაფერი ძალიან მარტივია და ამ პოსტში ჩამოვწერ იმას რაც ჩემი აზრით საჭიროა კარგი პოსტის დამზადებისთვის.

დავიწყოთ…

1. ეცადე არ დააკოპირო სხვა ქართული საიტებიდან.

2. უმჯობესი იქნება თუ აირჩევ რაღაც კატეგორიას და იმაზე ეცდები დადო პოსტები.(ჩემს შემთხვევაში ეს არის გასართობი)

3. სჯობია რაღაც პოსტზე რამდენიმე საათი დახარჯო და სრულფასოვანი პოსტი დადო, ვიდრე დღეში ხუთი პოსტი დადო რომელიც მხოლოდ რამდენიმე სურათისგან შედგება.

4. ეცადე გაიჩინო საკუთარი სტილი პოსტის წერისას (ჩემს შემთხვევაში ეს არის იუმორი და პოსტის ბოლოს დასმული კითხვა)

5. ეცადე არ დააკოპირო სხვა ქართული საიტებიდან.

6. მეტნაკლებად გადახედე ფორუმს და კომენტარებს, რათა გაიგო რისი ნახვა უნდათ მომხმარებლებს.

7. ეცადე არ განმეორდე თუ ამას პოსტის შინაარსი არ მოითხოვს.

8. ეცადე არ დააკოპირო სხვა ქართული საიტებიდან.

9. იყავი ორიგინალური და ეცადე ისეთი რამ მოიფიქრო რაც ჯერ არ ყოფილა საიტზე.

10. პოსტში არ გამოიყენო სმაილები, ეს პოსტს არასერიოზულ იერს აძლევს (ჩემი აზრით)

11. რატომღაც ამ ბოლო დროს ხშირად ხდება რომ პოსტში ტექსტი გადმოთარგმნილია, მაგრამ სახელები რუსულად ან ინგლისურად წერია, მათი გადმოთარგნა ძნელი არ უნდა იყოს.

12. ეცადე პოსტის სათაური და მთავარი სურათი (რომელიც მთავარ გვერდზე ჩანს) ისე აარჩიო რომ ხალხი დააინტერესო.

13. ეცადე არ დააკოპირო სხვა ქართული საიტებიდან.

14. ფოტოშოპი შენი საუკეთესო მეგობარი უნდა გახდეს, რადგან აღარ დადო სურათები უცხოენოვანი წარწერებით (თუ წარწერები არ ეხება რაიმე გადაცემის ან ჯგუფის და ა.შ. ორიგინალურ დასახელებას) ამისთვის სულაც არ გჭირდება ფოტოშოპის ძირეული ცოდნა.

15. კარგი იქნება თუ შექმნი პოსტების სერიებს რომლებიც ერთი თემატიკის გარშემო გაერთიანდება, ოღონდ თუ ხედავ რომ მომხმარებლების უმრავლესობას არ მოსწონს მაშინვე შეწყვიტე ეს პოსტების სერია.

16. ყოველთვის ეცადე მაქსიმალურად გაამდიდრო შენი პოსტი. მაგ: მოიფიქრე რაიმე პოსტი რომელიც საჭიროებს ინტერნეტში ცნობების მოძიებას, ეცადე მოიძიო არა ერთი არამედ რამდენიმე საიტიდან და შემდეგ შეაჯამო, ეს პოსტს მხოლოდ წაადგება.

17. ვიზუალურად ძალიან ცუდად ჩანს როდესაც ერთ პოსტში რამდენიმე სურათს განსხვავებული სიგანე აქვს, ეცადე ყველა მათგანს ჰქონდეს ერთიდაიგივე სიგანე, მე გირჩევთ 600 პიქსელს, ეს ზომა ზუსტად ჯდება.

18. რაც შეეხება ვიდეოებს მას შემდეგ რაც Youtube-ზე ჩამოშლი “embed”-ს, შენ შეგიძლია ფლეიერის სიგანე შეცვალო, აქაც ჩაწერე 600. როდესაც სურათები თუ ვიდეოები ერთი სიგანის არის ეს პოსტს დამატებით ხიბლს ანიჭებს.

www.giorgigigeo.com

საბავშვო გვერდი


   ბლოგს დაემატა საბავშვო გასართობი გვერდი დასაც თქვენ ნახავთ ყველა პოპულარულ ვებ-გვერდებს თქვენი პატარებისათვის
                                   ყველაფერი თქვენი პატარებისთვის

www.giorgigigeo.com


 ტეგები:· f (25) · 83 (1) · ა�%8 (1) · basti (90) · bastibubu.ge (17) · ბასტიბუბუ (7) · ab (1) · bastibubu (52) · www.bastibubu.ru (1) · cache:P4jkeUBm-QkJ:bastibubu.ge/+%E1%83%91%E1%83%90%E1% (1) · basti bubu.ge (5) · basti bubu ru (1) · basti-bubu (16) · BASTIBUBU (2) · 0 (7) · http://bastibubu.ge/ (2) · bastibubu.ge&am (2) · bastibubu anbani.ge (1) · www (4) · www.basti (3) · bastbubu. (1) · www.bastibubu.ge&am (1) · basti buu (1) · BASTI-BUBU (2) · www basti bubu.ge&am (1) · basti bubus (1) · bastibubus karaoke (1) · 6h (1) · baasti (1) · bastibubu  (1) · bastibubuge (1) · basti bubu&am (1) · bastio bubu (1) · bastibubu ji (1) · basti bubu (4) · basti bubu (1) · ბასტი ბუბუ (2) · ბასტი (2) · 0h (1) · bastibubu.gi (2) · ифыеш (1) · BASTIBUBU .ge (1) · www.bastibubu.ge (3) · www.basti bubu.ge&am (1) · bastibubu  (1) · bastibubu&am (2) · bastibu-bu.ge (1) · BASTI (2) · bastı bubu (1) · ბასტი-ბუბუ (2) · www.bastibubu.g (1) · basti bubu ge (1) · basti bubu ge. (1) · www.basti bubu ge (1) · basti bubu gi (1) · www.bastibubu.ji (1) · dj (1) · basti.bubu (1) · basti bubu .ge (1) · djgoga.ge (1) · www.basti.ge (1) · basti-bubu.ge (2) · www.Basti (1) · ბასტი– (1) · www.basti bubu.ge (1) · basti bubu kr (1) · ბასტი ბუბუ (1) · www.bubu.ge&am (1) · basti byby (1) · bbasti bubu (1) · ბასტი ბუბუ�%A (1) · dijei (1) · ифыешигиг (1) · basti-bubu&am (1) · www.bastibubu.com (1) · bastibubu. (1) · basti bubu. gi (1) · bacti bubu (1) ·

გამოაქვეყნე "ყველაფერი ერთ ბლოგში... " შენი პოსტი



დაამატე პოსტი

 ეს პოსტი არის მათთვის, ვისაც სურვილი აქვს პოსტის დამატების და არ იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს და მათთვისაც, ვინც უკვე ჩვენი სტაჟიანი ავტორია.

 რატომ უნდა დაამატოთ პოსტი?

  1. თუ გაქვთ რაიმე უნიკალური ინფორმაცია და გინდათ სხვასაც გააგებინოთ.
  2. თუ გსურთ გააცნოთ ხალხს საკუთარი შეხედულებები ან აზრები.
  3. თუ გაინტერესებთ ხალხის აზრი თქვენთვის საინტერესო ფაქტებზე/მოვლენებზე.
  4. თუ გსურთ თქვენი პოსტი იხილოს უამრავმა ადამიანმა.
  5. თუ გსურთ გახდეთ პოპულარული ინტერნეტ სივრცეში.
  6. თუ გსურთ დაეხმაროთ უცნაურ ბლოგს განვითარებაში.
  7. და ა.შ.

 პოსტის დამატების პროცესი ბევრად გამარტივდა და ჭირდება ნაკლები დრო და ენერგია.
 გამოაგზავნეთ გამოსაქვეყნებელი ფიფორმაცია მელიზე:

george.kvaratskhelia.giorgigigeo@blogger.com

თქვენი გამოგზავნილი პოსტი გამოქვეყნდება 12საათში.

  დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ვინც დაამატებთ პოსტს. ამით თქვენ ეხმარებით უცნაურ ბლოგს განვითარებაში. იმ ავტორებს, რომლებიც დააგროვებენ გამოქვეყნებულ მინიმუმ 20 პოსტს, სურვილის შემთხვევაში თქვენ მოხვდებით უცნური ბლოგის ავტორებში. ამისათვის საჭიროა მოგვწეროთ კონტაქტიდან თქვენი სახელი, გვარი და ელ-ფოსტა ბლოგზე.


 ერთ დღეს გვიღვიძე და მივხვდი, რომ ცოტაოდენი რაღაც გამეგებოდა ინტერნეტისა და საიტების შესახებ. ბევრი აღარ მიფიქრია და გადავწყვიტე შემექმნა ინტერნეტ რესურსი, რომელზეც თავს მოუყრიდი ისეთ ფაილებს, რომლებიც მომწონს მე და ვფიქრობ რომ ისინი სხვასაც მოეწონება.

 თუ გადაწყვეტთ პოსტის დაწერას, გადახედეთ "ყველაფერი ერთ ბლოგში..." ბლოგის წესებს.

www.giorgigigeo.com

კეიტ აპტონი(Kate Upton)












www.giorgigigeo.com

მოდელებს საცურაო კოსტიუმების ნაცვლად, სხეულზე ნავთობის კვალი აქვთ












www.giorgigigeo.com

სპორტის სახეობა: ბოქსი ბიკინებში







www.giorgigigeo.com

არეულობა ლონდონში

ლონდონის რამოდენიმე ქალაქი ჯერ კიდე ცეცხლშია გახვეული. არეულობის მიზეზი ხუთშაბათს პოლიციის მიერ 29 წლის ახალგაზრდის მარკ დუგანის მკვლელო­ბა გახდა. ქუჩაში გამოსული ხალხი "სამართალს" ითხოვდა. "სკოტლანდ იარდის" განცხადებით, 26 პოლიციელი დაშავდა.

მეტროპოლიტენის პოლიციის თქმით, საავადმყოფოში ორი ოფიცერი და სამი სამოქალაქო პირია გადაყვანილი.

არეულობის მონაწილეები ცეცხლს უკიდებდნენ შენობებს, ავტომობილებს, მაღაზიებს. დამწვარია პოლიციის კუთვნილი ორი ავტომობილი. ადგილზე მისული სახანძროს მანქანები მეტნაკლები შე­დეგიანობით ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ასზე მეტი ადამიანი შაბათს ღამით ტოტენჰემის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბა მათ, პოლიციის ოფიცრების იძულების მიზნით მთავარი გზის ჩაე­კეტვა სცადეს. თუმცა, შუაღამის დადგომისას პოლიციის შენობის მოშორებით პოლიციის ორი მანქანა დადგა, რომლებსაც დემონსტრანტებმა ბოთლები დაუშინეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამ დროს ავტომობილში ოფიცრები არ ისხდნენ და დაშავებას გადაურჩნენ.

დუგანის ოჯახის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, ისინი იმისათვის შეიკრიბნენ, რომ "მომხდარის გა­მო რაღაც მოიმოქმედონ და ოჯახმა სამართალი ნახოს."

პარლამენტარმა ტოტენჰემიდან დევიდ ლამმა განაცხადა, რომ "ეს აქცია არ წარმოადგენდა ტოტენ­ჰემის მოსახლეობის უმრავლესობის აზრს. სამართალი მხოლოდ ფაქტების დადგენის შემდეგ გა­მოჩნდება. ტოტენჰემის საზოგადოებამ, მარკის ოჯახმა უნდა გაიგოს, თუ რა მოხდა ხუთშაბათს სა­ღამოს, მაშინ როდესაც მარკი დაიღუპა. იმისთვის, რომ ყველაფერი გაირკვეს, აუცილებელია სიმშ­ვიდე. ეს არის თავდასხმა ტოტენჰემზე, მაღაზიების მფლობელ ხალხზე, ქალებსა და ბავშვებზე, რომლებსაც ახლა სახლები აღარ აქვთ"

დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა მომხდარს "სრულიად მიუღებელი" უწოდა: "არ არსებობს იმ აგრესიის გასამართლებელი მიზეზი, რაც პოლიციამ და ხალხმა განიცადეს, განადგურდა ქონება." ცეცხლის ალში გაეხვა ორსართულიანი ავტობუსიც. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დარბე­ვა კვირას დღისითაც გრძელდებოდა. "ვიზნ ექსპრესი", "ბოდი შოპი", "ჯეი დეი-სპორტი" იმ მაღა­ზიების სიაში შედიან, რომლებიც მეამბოხებმა დაარბიეს და გაძარცვეს.

ლონდონის მერმა ბორის ჯოსნონმა კი მეამბოხეებს "კანონის პატივისცემისკენ" მოუწოდა და დას­ძინა, რომ "ძალადობითა და არეულობით გამოძიება შორს ვერ წავა."

არსებული მოანაცემებით, 5 აგვისტოს საღამოს მარკ დაგანი ორმხრივი სროლისას დაიღუპა. დაჭ­რილია სროლაში მონაწილე პოლიციელიც. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ ოთხი გასროლის ხმა გაიგეს.

"მესმის მარკ დუგანის მკვლელობის გამო გამოწვეული მღელვარება. მის ახლობლებს და მეგობ­რებს სურთ, ზუსტად იცოდნენ, თუ რა მოხდა," - განაცხადა პოლიციის საჩივართა დამოუკიდებე­ლი კომისიის კომისარმა რაშელ სერტფონტინმა. მისი თქმით, იგი დუგანის ოჯახის წევრებთან შეხვედრას აპირებს.

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ 1985 წლიდან მოყოლებული (ანუ მეშახტეების პერმანენტული ქუჩის გამოსვლების შემდეგ, რომელიც საბოლოოდ მარგარეტ ტეტჩერის მთავრობამ აღკვეთა), პო­ლიციასა და მოქალაქეებს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილა.












www.giorgigigeo.com
loading...