loading...

სოციალური ქსელები



  1. Facebook.com
  2. Odnoklassniki.ru
  3. Twitter.com
  4. Myspace.com
  5. Face.ge
  6. Vkontakte.ru
  7. Loveplanet.ru
  8. Geoclass.ge
  9. Odno.ge
  10. Mamba.ru
  11. Hi5.com
  12. Mylove.ge
  13. Vox.ge
  14. Chatroulette.com
  15. Videoclass.ge
  16. Limpa.ru
სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და ბევრი ძალიან მიეჯაჭვა მათ. იმ სარგებლის პარალელურად, რომელსაც სოციალური ქსელები ქმნიან, მათ ბევრი უარყოფითი მხარეც აქვთ. სწორედ ამ ნაკლოვანებებზე, სავარაუდო გრძელვადიან შედეგებსა და მათთან ბრძოლის ერთ მეთოდზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ამ სტატიაში. რა თქმა უნდა, თვალი არ უნდა დავხუჭოთ სოციალური ქსელების დადებით მხარეებზე: მათი საშუალებით სულ უფრო მარტივი გახდა ნაცნობებთან, მეგობრებთან კონტაქტი, სურათებისა თუ ახალი ამბების გაზიარება. ბევრმა ძველი მეგობრები დაიბრუნა, ზოგმაც ახალი მეგობრები შეიძინა. ინფორმაციის მიღებაც გაცილებით სწრაფი და მოქნილი გახდა. მუდმივად მიმდინარე საქმეების კურსში ხარ, ადევნებ თვალს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. ადამიანებიც უფრო თამამად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს, თავისუფალ სიტყვებს, უფრო მეტს მსჯელობენ, განიხილავენ. სოციალურ ქსელებს ბევრი კომპანიისთვისაც მოაქვს დადებითი შედეგები, თუნდაც რეკლამირება, უკუკავშირის მიღების საშუალება, სხვადასხვა ინფორმაციის მიღება თუ გამოკითხვის ჩატარება. სამწუხაროდ, ამ დადებითების გვერდით სოციალურ ქსელებს ახასიათებთ საკმაოდ ბევრი უარყოფითი მხარე, რომლებიც ყველასთვის აშკარა და შესამჩნევია, თუმცა, საკმაოდ ცოტა თუ ცდილობს მათთან გამკლავებას. ყველაზე აქტუალური და მტკივნეული პრობლემა, რომელსაც ყველა ერთხმად აღიარებს _ ეს არის დროის უსარგებლოდ ხარჯვა! ადამიანები საათობით ათვალიერებენ მეგობრების გვერდებს, თამაშობენ სრულიად უაზრო თამაშებს, ათენებენ ღამეებს, წყდებიან სამუშაოს, სწავლას და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს. მეორე დღეს იღვიძებენ სრულიად დაღლილები, არ ყოფნით ძილი, რაც უარყოფითად აისახება გუნებაზე და შესაძლოა, ცუდი განწყობა და დაქანცულობის შეგრძნება მთელი დღის მანძილზე გაჰყვეთ. არადა, რამდენი საინტერესო, სასიამოვნო და ღირებული საქმის გაკეთება შეიძლებოდა მთელი ამ დროის მანძილზე. მეორე პრობლემა _ ეს არის რეალურ ცხოვრებას მოწყვეტა. ადამიანები ცოცხლობენ სოციალურ ქსელებში, ურთიერთობენ, აცნობენ ყოველ სიახლეს, იღებენ ინფორმაციას. ამის ხარჯზე სულ უფრო კლებულობს ცოცხალი და ჯანსაღი ურთიერთობები, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. იმის ნაცვლად, რომ სახლში მისვლისას 1 საათი დავუთმოთ ახლობელ ადამიანებს, მოვუყვეთ იმ დღეს მომხდარი საინტერესო ამბები თუ თავგადასავლები, გავუზიაროთ ერთმანეთს განცდები, სიხარული თუ ტკივილი, ეგრევე ვუსხდებით კომპიუტერებს, შევდივართ სოციალურ ქსელში და ყველა უცნობსა თუ ნაცნობს ვატყობინებთ საკუთარ ამბებს. თანაგრძნობა, მხარში ამოდგომა, გამხნევება თუ სიხარულის გაზიარებაც კი ვირტუალური გახდა, გამოხატული კომენტარებითა და სმაილებით. მესამე უარყოფითი მხარე ძალიან ცოტას აქვს გააზრებული და ეს არის პირადი ცხოვრებისა თუ ინფორმაციის სრული აფიშირება. რეალურად ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდები, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება მთლიანი შენი ცხოვრების გაგება - ვისთან მეგობრობ, ნებისმიერ დროს რას აკეთებ, სად დადიხარ, როგორ ერთობი, რას საქმიანობ, რა გიყვარს ან არ გიყვარს. რაც არ უნდა დახურული გქონდეს პროფილი, პატარა აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია მთელი ამ ინფორმაციის მიღება. არავინ იცის, რა ელის სამომავლოდ, მარტივი შესაძლებელია, ოდესმე, ვინმემ ეს ყველაფერი შენს წინააღმდეგ გამოიყენოს.

ინტერნეტი საქართველოში



დიდხანს ვიკავებდი თავს რომ ეს პოსტი არ დამეწერა,მეგონა რაღაც შეიცვლებოდა მაგრამ არაფერი არ იცვლება,მეგონა ან მე გამიქრებოდა ამაზე ფიქრი ან ისინი შეწყვეტდნენ დაცინვას…
  სანამ “ხალხის მხსნელი” კავკასუს ონლაინი გამოჩნდებოდა მანამდე იყო “100 100″-ის DSL ინტერნეტი..ენ ინტერნეტი ყველას 3-4 მეზობელთან ჰქონდა გაყოფილი და საშუალო სიცქარე 3-4 მგბ/წ იყო,დღეში 3ჯერ მაინც დანახავდით საათდან ძახილის ნიშანს რაც იმას ნიშნავს რომ ინტერნეტი არ მოგეწოდებათ,იყო მეზობლებთან გადარეკვები და ყველას ერთნაირი კითხვა გვქონდა “შენთან ინტერნეტი არის?” ვიცოდით რომ ტექნიკური ხარვეზი იყო მაგრამ მაინც ვამოწმებდით,იყო Disable-Enable-ს “ჩალიჩი” ადაპტერებზე და ხანდახან შველოდა კიდეც..მოკლედ ეს იყო ხალხის დაცინვა

  გამოჩნდა “კავკასუს ონლაინი” და “100 100″-ს ერთი ადგილის წრიალი აუტყდა,აშკარად მიხვდნენ რომ “კავკასუსი” ხალხს წაართმევდა,ამათმაც “ჯენტლმენურ” საქციელს მიმართეს და კაბელების ჩაჭრა დაიწყეს (შეიძლება ეს პროვოკაციაც იყო რომ 100 100 ბოლომდე გაენადგურებინათ)..მოკლედ კავკასუსის გამოჩენა და 100 100-დან ხალხის გაქცევა ერთი იყო.რამოდენიმე ხნის მერე კავასუსმა სურპრიზიც გაგვიკეთა,დაგვპირდა ოპტიკურ ინტერნეტს რომელიც უწყვეტია,უფრო იაფიც და სწრაფიც,იმასაც დაგვპირდა რომ 2009 თუ 2010 წლის ბოლომდე მთელ თბილისში იქნებოდა ოპტიკურბოჩკოვანი ინტერნეტი მაგრამ როგორც ჩანს ეს პირობა დაირღვა,კავკასუს გაუტკბა ბევრი ფული და ოპტიკურ “უწყვეთ” ინტერნეტზეც დაიწყო ტექნიკური ხარვეზები დარეკავდი და ოპერატორიც დაზეპირებულ სიტყვებს გეუბნებოდა “ინტერნეტი 6-ის მერე მოვა”,რა თქმა უნდა 6-ის მერე 12 საათიც არის..ანუ ზუსტი დროც არ იცოდი..ფულს იმაში იხდიდი რომ კვირაში 2ჯერ მაინც გეყურებინა ძახილის ნიშნისთვის და ოპერატორის “ტკბილი” ხმა მოგესმინა..კავკასუსმაც დაიწყო 100 100-ის მიბაძვა და კარგადაც გამოსდიოდა..”ჯელინკის” ყველაზე პოპულარული ინტერენტ პაჯეტის სიჩქარე იყო 5 მგბ/წ და ცოტა ხნის წინ 7 მგბ/წ გახდა რომელიც კიდევ ერთი სურპრიზია და sms-ებიც დაგზავნეს,ხო ეს ალბატ იმიტომ მოხდა რომ კიდე ერტი გიგანტი ინტერნეტ კომპანია შეიქმნა რომელსაც სილქნეტი ეწოდება,სილქნეტის ფასები კი ბევრად უფრო ძვირია ვიდრე კავკასუსის (მაგალითად: სილქნეტი – Super Drive პაკეტი რომლის სიჩქარეა 8მგბ/წმ ღირს 73 ლარი ხოლო ჯელინკის პაკეტი – “საუკეთესო” ღირს 50 ლარი რომლის სიჩქარეა 12მგბ/წმ) სამაგიეროდ სილქს უკეთესი ფასები აქვს ტელევიზიაზე (მაგალითად: პაკეტი “Deluxe” შეიცავს 120 არხს და ღირს 40 ლარი,ჯელინკის ტელევიზიის პაკეტი “საუკეთესო” შეიცავს 107 არხს ამათ შორის არის HD ანუ “მაღალი გარჩევადობის” არხები და 3D ანუ “სამ განზომილებიანი” არხებიც და ეს პაკეტი ღირს 45 ლარი) კინაღამ დაამვიწყდა აღმენიშნა რომ სილქი არის “გაერთიანებული ტელეკომის”, შ.პ.ს “ვანექსის” და შ.პ.ს “აჭარის ელექტროკავშირმა” დაარსეს, “გაერტიანებული ტელეკომი” კი იგივე “100 100″ არის..კარგია ერთმანეთში კონკურენცია რომ აქვთ,პირადად მე არ ვიცი სილქნეტის მომხმარებლებს თუ უწევთ ძახილის ნიშნის ყურება და ოპრატორთან “ჭორაობითაც” თუ ერთობიან..ბევრჯერ ფორუმებზე მინახია რომ კავკასუს ონლაინით არიან უკმოყოფილოები..ისე სილქნეტი რომ არ გამოჩენილიყო შეიძლება 30 ლარად ისევ 5 მგბ/წმ ინტერნეტი გქონოდათ..
  ინტერნეტს საქართველოში ალბათ ტექნიკური ხარვეზები არ მოშორდება,მუდმივად იქნება მომხმარებელ-ოპერატორს შორის პრეტენზიები ხოლო ოპერატორ-მომხმარებელ შორის “ღადაობა”,კარგი იქნება თუ სილქნეტი თავის ტარიფებს უფრო იაფს გახდის რადგან ბევრად ძვირი აქვს ვიდრე ჯელინკს..ნება თქვენზეა,მე ორივე კომპანიაზე ვთქვი ცუდიც და კარგიც,არცერთ კომპანიას არ ვუკეთებ რეკლამას,ორივე კომპანიას აქვს კარგიც და ცუდიც,უბრალოდ ერთ რჩევას მოგცმეთ,კარგად გადახედეთ ტარიფებს და ვინმე მცოდნეს სთხოვეთ რჩევა

ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.
   პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) ვებ გვერდი ანუ ვებ საითი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასწარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) – ეს იყო „დედაენა“.
   პირველი ქართული ვებ საითი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ საითი გახდა „შავლეგო“ დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ.
   ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საითი გახდა „ქართული ვების ტიპოგრაფია“ დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ – იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს
პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილი BPG SanSer, BPG Classic და რენო სირაძის შექმნილი RsWWWNet.
   სამწუხაროდ დღეისათვსი არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა, თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავს ქართულ ინტერნეტს. ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც რომ აბონენტს, რომელიც ინტერნეტს იდგამს, მაშასადემება ენიჭება უნიკალური IP მისაართი, შემდგომ ხდება ერთგვარი მინი პროვაიდეი. ანუ ხდება ინტერნეტის მიწოდება მეზობლებისათვის. ამდენად ხშირად ერთი  IP მისამართის უკან არა ერთი არამედ, 2-3 და ხშირად მეტი მომხმარებელია. Internetworldstats_ს. მონაცემებით 2009 წლისათვის საქართველოში, ინტერნეტით სარგებლობს 1.024 მილიონი ადამინი. მაგალითისათვის 2000 წელს ინტერნეტით სარგებობდა მხოლოდ 20 ათასი ადამინი.

loading...