loading...

ბავშვებო, ვინაა თქვენი პატრონი?


თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ფოტოები რომელიმე უცხოური, პედოფილური საიტიდანაა, ძალიან ცდებით.

ეს ბავშვები საკუთარი მშობლებისა და ე.წ. დიზაინერის, ლიკა ყაზბეგის ერთობლივი ფანტაზიის პროდუქტია, უფრო ზუსტად კი – მსხვერპლი.

მაშინ, როდესაც ევროპაში ქუჩაში საყვარელ ბავშვს ხელს ვერ მოუთათუნებ, ფოტოს გადაღებაზე კი – ვერც იოცნებებ, საქართველოში ზოგიერთი მშობელი ამაყია საკუთარი “მოდელი” შვილის ინტერნეტში განთავსებული გამაოგნებელი ხარისხის ფოტოებით და ალბათ თავმომწონედაც კი უჩვენებს ნაცნობ-მეგობრებს.

ბოდიშს გიხდით წითელი ისრებისთვის, რაც ფოტოებზე გავაკეთე, რომ სრულიად არა-ბავშვური პოზების, მაკიაჟის, ჩაცმულობისა თუ სიშიშვლისათვის უკეთესად მიმექცია თქვენი ყურადღება. ცალკე შეშფოთების საგანია ბავშვების გამომეტყველება და სრული მაკიაჟი, რაც, სტუდიის საიტისაგან განსხვავებით, აქ თეთრი კვადრატებით დავფარე.

ბავშვებო, მოგიკვდით თქვენ, რა გითხრათ, პატარები ხართ, მეცოდებით, რომ გაიზრდებით და შეგრცხვებათ თქვენი მშობლების გამო, რომლებსაც საკუთარი შვილი ბარბის თოჯინებისგან ვერ გაურჩევიათ.

 მშობლებო, სტუდიის მეპატრონეებო და ვაიფოტოგრაფებო, თქვენთან, ვისურვებდი მალე სხვა რანგის და კომპეტენციის ადამიანებს ესაუბრათ, პირისპირ.

მაგრამ აი თქვენ, ბავშვის უფლებათა დამცველებო, სოციალურო მუშაკებო და ათასტრენინგგავლილებო, გამაგებინეთ, რას მიკეთებთ?


P.S. ამ ფოტოების აღმოჩენისა და საკითხის წამოჭრისთვის განსაკუთრებული მადლობა ბლოგს FashionMothers.

ქართული ზღაპარი...

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ქალაქი თბილისი, ავტოზაგრითა და ბომონდით გაჯერებული, “ყველაზე გემოვნებიანებით” და “ყველაზე საყვარლებით” სავსე (პრინციპში, ამ “ყველაზეების” ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, ვის არ გაუხარდება, “ყველაზე დერსკები” ფრენდ რიქვესთს რომ გამოგიგზავნის და მის ფოტო ალბომში, საკუთარ ფოტოს წააწყდები?! ♥) აქ წვიმასაც შანელის არომატი დაჰკრავდა (ციდან ნინო ჩხეიძეები ცვიოდა) ხოლო ქარი, გლამურით დაბრმავებულ ელიტას, მტვრის ნაცვლად, თვალებში, გერლენის ფერუმარილს აყრიდა! ერთი სიტყვით, ცხოვრება თბილისში იყო საამური...

უბრალოდ ლამაზი












loading...