loading...

  ცუდია, როცა მშიშარა ხდები და უარესია, როცა მშიშარა ურთიერთობებში ხდები. საშინელება, როცა მაშინ ”ზადნავ”, როცა ეგრე არ უნდა მოიქცე. მე კი მიხარია, რომ არც ასეთი მშიშარა ვარ.
  ძალიან მარტივი ყოფილა ადამიანებს შენზე ერთხელ შექმნილი შთაბეჭდილება შეუნარჩუნო და სტერეოტიპებში ჩაჯდე – მიკვირს, მაგრამ მეც ასეთი გავხდი. ან სხვებს ეზარებათ დანახვა, ან მე ვერ ვანახვებ კარგად.

მე არ ვარ ის ვინც წერს საკუთარ ცხოვრებაზე,მე ის ვარ ვინც ცდილობს დაწეროს საკუთარი ცხოვრება..


სხვებისთვის არ შევცვლილვარ.. იგივე ვარ,რაც ვიყავი. მაგრამ საკუთარი თავისთვის.. რას ვერჩი?.. რა დამიშავა? თითქოს შიგნიდან ვიღაც მეწინააღმდეგება,რა მინდა ან რითვის?.. უკვე აღარ ვიცი.

ხშირად ვფიქრობ,რომ გადამივლის და ესეც გაივლის.. მაგრამ მეორე წუთში უკვე იმაზე ვიწყებ წუხილს,რომ ამ წამებში მაინც ცუდ ხასიათზე ვარ და უაზროდ ვკარგავ და ვფანტავ მათ,ისევე როგორც ჩემს სურვილებს.. სურვილებს,რომლებსაც ყოველ შემხვედრ ბაბუაწვერას ვუთქვამ და ფილტვებიდან ჰაერს ღრმად ვუშვებ,რომ რაც შეიძლება შორს გავუშვა მისი ბუსუსები.. არ ვიცი ეს ჟესტი რას გამოხატავს,მაგრამ ამას თავისთავად ვაკეთებ..

მომენატრა ყველაფერი ის რაც დავკარგე,როცა ჯერ კიდევ ვერ მოვარხერხე მათი მოპოვება.. რა უცნაურია.. ყველაფერი ირგვლივ,არა მხოლოდ ეს ფაქტები..

ის მე ვიყავი,რომ ვიძახდი ცხოვრებას მიმზიდველს ის თავსატეხები ჰქმნის რაც გზად გვხვდება-მეთქი,მაგრამ ვინ არ შემცდარა.. აი ისევ,ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს.. ორივეს ვფიქრობ,ორივე მგონია.. ვიცი ერთ-ერთი სწორია,მაგრამ შიში შეცდომის დაშვების არ მაძლევს საშუალებას დავაფიქსირო ერთი აზრი… ამისთვის მხოლოდ რისკი არ არის საჭირო,ამისთვის გამბედაობა და ძალაა საჭირო.. ძალა რომ პიროვნებად ჩამოყალიბდე და აირჩიო..

იყო დრო როცა ამაზე არ ვწუხდი,მაგრამ დრო გადის და ყოველ დღე კიდევ და კიდევ უფრო მენატრება ყველაფერი რაც მინდა ჩემი იყოს და არ არის..

თქვენც გეუბნებიან ხოლმე,რომ გახალისდეთ? და რომ არ ღირს ცხოვრების საუკეთესო წლები მოწყენილმა გაატაროთ.. რატომ საუკეთესო? მე ხომ საუკეთესოს მოლოდინში ვარ.. მე ხომ მჯერა,რომ ეს ის წლებია,რომლებიც ჩაივლიან უკან მოუხედავად და მომავალში დამავიწყდება ის რაც ახლა მენატრება..

მინდა მჯეროდეს,რომ ეს დროებითია..

მინდა მჯეროდეს,რომ ყოველივე ისევე ქრება,როგორც ჩნდება..

რომ თუკი ბაბუაწვერას მთელი ძალით შევუბერავ სურვილს იმდენად შორს წაიღებს,რომ მას მიუტანს ვინც შეძლებს ამიხდინოს..
loading...