loading...

იცით,თუ ხვალ მოვკვდებით,კომპანია,რომელშიც ვმუშაობდით ძალიან ადვილად იპოვის შემცვლელს


მაგრამ ოჯახი,რომელიც უკან მოვიტოვეთ მთელი ცხოვრება დანაკლისს განიცდის.და თუ დაუფიქრდებით ვცდილობთ უფრო ხშირად სხვაგან ვიყოთ ვიდრე ოჯახში.
და რა იმალება ამ ამბავის უკან?

იცოდით,რას ნიშავს სიტყვა FAMILY?

საკუთარი მოვალეობების შესრულება,ეს უბრალოდ ცხოვრების შექმნაა,ოჯახის ცხოვრების.
Denzel Washington

ერის სიძლიერე ოჯახის პატიოსნებაში გამოიხატება.
Confucius

ოჯახის მართვა ისე ხდება,როგორც პატარა თევზის საჭმელად მომზადება-ძალიან მშვიდად.
Chinese Proverb

თქვენ ვერ აირჩევთ ოჯახს.ის ღმერთმა აგირჩიათ.როგორც ოჯახისთვის თქვენ შეგარჩიათ.
Desmond Tutu

კაცი მოგზაურობს იმისთვის,რომ იპოვოს ის რაც სჭირდება,და სახლში ბრუნდება,რომ ნახოს ის.
George Moore

ჩვენთვის ოჯახი ნიშნავს ხელების შემოხვევას ერთმანეთზე და ასე ყოფნას.
Barbara Bush

ოჯახი ბუნების ერთ-ერთი შედევრია.




2. მილიონერი ეს არის კაპიტალისტური შრომის გმირი.”




1. ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს. ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე.”
— გოდერძი ჩოხელი

2. მილიონერი ეს არის კაპიტალისტური შრომის გმირი.”
— უცნობი

3. “წიგნი — ეს არის მარტოობაში გადაგდებული მაშველი რგოლი.”
— რომენ როლან

4. ოპტიმისტია ის,ვინც მომხრეა იმ მოძღვრებისა,რომ შავი იმავ დროს თეთრიცაა”
— ბიჩსი

5. “ყველა ადამიანმა უნდა აირჩიოს, იაროს შემოქმედებითი ალტრუიზმის სინათლეში თუ დამანგრეველი ეგოიზმის სიბნელეში.”
— მარტინ ლუთერ კინგ

6. ყვირილი მხოლოდ ეგაა – ხმაური და არა მუსიკა”
— კარლ გუსტავ იუნგ

7. შენი ჩურჩული არ ისმის ჩემს ყურებში, მაგრამ ის არის ჩემს გულში. ეს არ არის ჩემი ტუჩები, რასაც შენ აკოცე, მაგრამ არის ჩემი სული.”
— Judy Garland

8. “დააფასეთ სიცილი: რამდენიც არ უნდა იყოს ქვეყნად სიცილი, ის მეტი არასდროს იქნება.”
— სოკრატე

9. სპილო ხორთუმით კლავს თავის მსხვერპლს,გველი_კოცნით, მეფე_ღიმილით, ხოლო მოღალატე_პატივისცემით”
— გამსახურდია

10. გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!
ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:
– აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!
იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?
ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.”
— გოდერძი ჩოხელი

11. უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.”
— ვოლტერი

12. დაიმახსოვრე, რომ ერთის ქმედებაზეა დანარჩენი ყველას ბედი დამოკიდებული”
— ალექსანდრე მაკედონელი

13. მოთმინების უნარი,ეს არის ბოლო გასაღები,რითაც კარის გაღება შეიძლება”
— გალილეო გალილეი

14. ადამიანთა ურთიერთგაგების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰქონდეს უნარი საკითხს სხვა ადამიანის თვალით შეხედოს და ეს საკითხი გადაჭრას ისე, რომ გაითვალისწინოს როგორც თავისი, ისე სხვისი ინტერესები.”
— ჰენრი ფორდი

15. ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ, ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ ლაპარაკობს.”
— ლეონარდო და ვინჩი

16. მერე და სხვა რა არის თანასწორობა, თუ არა უარყოფა თავისუფლებისა, ყოველივე ამაღლებულისა და თვით ბუნებისა? თანასწორობა მონობაა.”
— ფლობერი

17. მე მხოლოდ ვხნავდი და ვბარავდი ჩემს ყანას, ბედისწერა ყრიდა შიგ თესლს”
— პოლ ვალერი

18. ჩემი საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც ჩემში საუკეთესოს დაინახავს”
— ჰენრი ფორდი

19. “მე უპატივისმცემლობით არ ვილაპარაკებ რესპუბლიკელთა პარტიაზე. მე ყოველთვის პატივისცემით ვლაპარაკობ წარსულზე”
— ვუდრო ვილსონი

სამსუნგის (samsung) ახალი მტვერსასრუტი

ავტომატიზირებული მტვერსასრუტების ბაზარი თანდათან იზრდება. კომპანია სამსუნგმა (samsung) გამოუშვა მტვერსასრუტის ახალი მოდელი VC-RL87W, რომელსაც ჩამონტაჟებული აქვს ვიდეო კამერა.


ვიდეო კამერას საშუალება აქვს გაგზავნოს სურათები სმარტფონზე ან კომპიუტერზე. შექმნილი იქნა ეს მოდელი არა მარტო იმისათვის, რომ მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს თვალყური ადევნოს მტვერსასრუტს დალაგების დროს, არამედ იმისათვისაც, რომ შესაძლებელი იყოს მისი დისტანციური მართვა.

ახალი მოდელის მტვერსასრუტს ვიდეო კამერის გარდა ჩამონტაჟებული აქვს მიკროფონიც, რომლის საშუალებითაც ოთახში მყოფ ადამიანებთან შესაძლებელია კონტაქტის დამყარება.








სიახლე – ციფრული ელექტრო გიტარა სენსორული ეკრანით


 კომპანიამ Misa Digital Instruments განაცხადი გააკეთა ახალი ინსტრუმენტის საცდელ გაყიდვებთან დაკავშირებით. ეს არის ციფრული ელექტრო გიტარა სენსორული ეკრანით – Kitara.
 აქამდე მისი სახელწოდება იყო Digital Guitar (ციფრული გიტარა). ყველა პრეს – რელიზში აღნიშნულია, რომ იგი არის "ახლიდან გამოგონებული ელექტროგიტარა" მას არა აქვს ჩვეულებრივი სიმები – მათ მაგივრად გამოყენებულია სენსორული ეკრანი. ასევე გიტარაში გათვალისწინებულია რამოდენიმე ღილაკი ხმის ტონალობის რეგულირებისთვის, ხმის სიმძლავრისთვის და სხვა პარამეტრებისთვის.
Kitara – არა მარტო არაჩვეულებრივი, არამედ საკმაოდ ძვირი მოწყობილობაა. მისი მინიმალური ფასი ამერიკაში შეადგენს 849$. გამოშვებულია ასევე საკოლექციო ეგზემპლარი ალუმინის კორპუსით, რომლის ფასი 3 – ჯერ უფრო მაღალია.


კომპანია ფუჯიცუს (Fujitsu) უკაბელო მონიტორი


  CeBIT 2011 კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 1–5 მარტს განნოვერში კომპანია ფუჯიცუმ (Fujitsu) წარმოადგინა ახალი მონიტორი, რომელსაც არ სჭირდება არც დენის და არც ვიდეო გამოსახულების კაბელი.
უკაბელო მონიტორის დიაგონალია 22 დიუმი. დენის მიწოდება ხდება SUPA ტექნოლოგიით.

ტექნოლოგია SUPA შემუშავებული იქნა Fraunhofer Institute სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ტექნოლოგიების სფეროში ენერგიის უკაბელოდ გადაცემისთვის. ტექნოლოგია არის აბსოლუტურად უსაფრთხო ელექტრომაგნიტური გამოსხივების კუთხით. მონაცემები გადაიცემა სამაგიდო ან მობილური სისტემით Wireless USB ინტერფეისის საშუალებით. კომპანიის Fujitsu წარმომადგენლების მტკიცებით გამოსახულება მონიტორზე არის საკმაოდ მაღალი ხარისხის სისტემური ბლოკიდან 10 მეტრის რადიუსში.

ახალი მოდელის მონიტორების კომერციულად გამოშვება იგეგმება შემდეგი წლისთვის.

ნოუთბუქი – Feno


დასაკეცი ნოუთბუქი სახელწოდებით – Feno.
ნოუთბუქის სიგანე დაკეცილ მდგომარეობაში მხოლოდ მცირედით აღემატება სტანდარტული DVD დისკის ზომას.
  მისი კორპუსი არის დამზადებული ალუმინისგან, რითაც იგი ძალიან ჰგავს Apple – ს ნოუთბუქებს. მაგრამ ერთ–ერთი განსხვავება არის ის, რომ Feno მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Windows. დასაკეცი ადგილების უნიკალური გადაბმის ტექნოლოგია და ელასტიური ეკრანი საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული მოწყობილობაზე დეფექტების გაჩენა ხშირი დაკეცვა–გაშლის შედეგად.
ნოუთბუქის კლავიატურა შერმცირებულია მაქსიმალურად, ხოლო სტანდარტული ტრეკპადი შეცვლილია პატარა გამოსაწევი თაგვუნით.







loading...