loading...

საღ გონებას რა ვუთხარი, თორემ რამდენი სისულელის ჩადენა მინდა ....

   სანამ სანთლებს ჩააქრობ იცი, რომ რაღაც უნდა ჩაიფიქრო აუცილებლად, ხოლო როდესაც ეს მომენტი დგება, ხვდები რომ ჩასაფიქრებელი აღარაფერია... ყველაფერი უკვე დიდი ხანია ჩაფიქრებული გაქვს, უკვე დიდი ხანია ამ სურვილებისთვის ცხოვრობ, გტკივა, გიხარია, გიყვარს... და ისინი არ იცვლება არასოდეს, როგორც არ იცვლები შენ...

არ ვიხედები უკან იმისათვის, რომ გადავწყვიტო წინ რას გავაკეთებ..


ხანდახან პატარა ბავშვივით ვარ, გრძნობას და ფიქრებს საგულდაგულოდ ვმალავ და ჩემივე სიტყვებში ჩემ თავს ვყიდი...

ვცდილობ ადამიანების მიმართ არ ვიყო კრიტიკული, ვაფასებ მათ იმის მიხედვით რაც საქციელით და საუბრით დაიმსახურეს..ვცდილობ არ ვუთხრა დამსახურებულზე მეტი.. არ ვთვლი რომ ვინმეს ნათქვამი, ჩემზე ან ჩემი მისამართით, ჩემთვის საინტერესოა თუ ის ადამიანი ჩემთვის არაფერს წარმოადგენს..

მეხსიერებიდან ვშლი ცუდს , კარგს ვამუქებ და ამის მიხედვით უფრო მიადვილდება წარსულის ატანა..

როცა აღარც წინ შემიძლია წასვლა და აღარც უკან, უბრალოდ ვჩერდები და დინებას მივყვები, ამასთან შეგუება ყოველთვის მიჭირს ხოლმე..თითქმის არასოდეს ვნანობ ჩემ საქციელს..არ ვარ ის ადამიანი რომელსაც დინების საპირსპიროდ ცურვა არ შეუძლია, არასოდეს არაფერს ვეგუები (ან ყველანაირად ვცდილობ არ შევეგუო) რაც არ მომწონს და ხელახალი ძალებით ათასმეერთედაც შემიძლია ვცადო..თუ მაინც არ გამიმართლა , გზას დაგილოცავთ და დაგითმობთ ასპარეზსაც და დაფნის გვირგვინებსაც..

მაინტერესებს რას ფირობს სხვა ჩემზე,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს იმას გავაკეთებ რასაც ჩემგან ელიან.. უბრალოდ ეს მეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში..

არასოდეს გადაგამეტებთ თავს.. ადამიანებს ბევრი რამის უფლება აქვთ, მაგრამ ყველას გამოყეება საჭირო არ არის.. არასოდეს გამოვიყენებ ჩემთვის მონიჭებულ უფლებას ბოროტად..ვინაიდან და რადგანაც გაცნობიერებული მაქვს რომ „მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან“ და მე შენზე მეტი ვერ ვიქნები, ისევე როგორც შენ ჩემზე..

მაღიზიანებს „ბოროტი ხუმრობები“, რომლითაც ვინმეს ნაკლზე ხაზის გასმას ცდილობენ.. მიჩნდება ასეთი ადამიანების დაცვის სურვილი, თუნდაც ამის მერე მე მასთან ერთად ვიყო გაკრიტიკებული..

ვთვლი რომ ადამიანი ამპარტავნების და უგუნურების განსახიერებაა, ხოლო თუ ადამიანი გულისხმიერია იგი იმდენად ადვილი სამართავია რომ საკუთარი აზრი არ გააჩნია (შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ) მაგრამ თუ დაპირისპიროს დამიმტკიცებს ვინმე, სულის დათმობამდე სიყვარული შემეძლება მე მისი..

საერთოდ, სიყვარულს ვაფასებ როგორც არამიწიერ, არაამქვეყნიურ გრძნობას..მას შეუძლია მაქციოს მე ისეთად როგორიც არასოდეს არავისთან ვიქნებოდი.. მაღიზიანებს თამაში,რადგანაც მე არადოდეს ვთამაშობ და თუ არ ვარ ის ვისაც ელოდი, ვისაც ნატრობდი, მაპატიე რომ არ ვარ ხელოვნური, ისეთი როგორიც თურმე გეგონა.. შეგიძლია უბრალოდ დამემშვიდობო, რამდენადაც , არ ვარ ის, რომელიც მთელს ცხოვრებას დაგიცდის..

არ ვიხედები უკან იმისათვის, რომ გადავწყვიტო წინ რას გავაკეთებ.. უბრალოდ ვმოქმედებ და თუ ჩემ საქმეში ჩარევას გადაწყვეტთ, მაშინ ჩემს იმ თვისებებს, რომელსაც ყოველთვის უკანა პლანზე ვწევ ჩემი ხასიათის გამოვლენისას.. )) დასკვნა გამომაქვს იმ ფაქტების მიხედვით რომელსაც ვხედავ, და თუ რამე შეცდომით დავინახე და „ეს ის არ არის რაც მე მგონია“ , შეგიძლიათ ამიხსნათ, და გპირდებით თუ მთლად სწორად ვერ გავიგებ, ამას მთელი გულით შევეცდები.. ))



loading...