loading...

 დღეას  სახლიდან ცხვირი არ გამიყვია. რაღაც მიზეზების გამო საკუთარ თავს შინაპატიმრობა მივუსაჯე. ვზივარ ჩემთვის ჩუმად, მუხლებზე ლეპტოპით და გვერდით ცხელი ჩაით სავსე ჭიქით .
სახლშ ჩაკეტვის მიზეზები პირადულია, შესაბამისად, აქ არ დავწერ. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ხანდახან თავს კონტროლს ვერ ვუწევ, არ ვუკვირდები რა შეიძლება მოჰყვეს ჩემს საქციელს, ნათქვამს და ემოციას ბოლომდე ვხარჯავ. ხშირად, სხვების წყენის ხარჯზეც…. თუმცა, რომ ვთქვა ამჯერად ვნანობ–მეთქი, მოგატყუებთ, რაც დაიმსახურა, ის მიიღო!!
იმდენად მივეჩვიე შინ ჯდომას და სიჩუმეს, რომ დღეს შარვალიც კი არ ჩამიცვია. დილით ავდექი, წყალი გადავივლე , ზემოდან ხალათი და მთელი დღეა ასე დავბოდიალობ. ახლა ხალათს გავიხდი, დავწვები და სულ ეგაა ... ძალიან გვიანიააააააა

იმედია, მალე გადამივლის სახლში ჩაკეტვის სურვილი, თორემ დღეს ვოცნებობდი გრიპი მაინც დამემართოს–მეთქი. სახლში ჯდომის რეალური მიზეზი მექნებოდა :)

მოკლედ,ასეა თუ ისე ,ცოცხალი ვარ !

   სანამ წერას იწყებ წინასწარ გაქვს შერჩეული თემა,რომელზეც უნდა წერო,მაგრამ არ მომდის თავში რაიმე ისეთი, რაზეც ვისაუბრო. ბევრი რამ არ მომხდარა,რომ დამეწერა, არც პირად ცხოვრებაშია რაიმე ცვლილება, რომ ესეც გადმომეცა. უბრალოდ დავდივარ,ვფიქრობ,ვოცნებობ,როგროც იქცევა ყოველი ჩვენგანი და ვარ გაუგებრობაში.   ვიმედოვნებ,რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ იქნება,რადგან არ მინდა ამ ამინდებიც ცუდია, არ მახსოვს მაისში ასეთი ამინდი ყოფილიყოს. ესეც ხელს უწყობს უაზრობის გაღვივებას და წარმოიქმნება ერთი დიდი, სრული უაზრობა. არსად დავდივარ,რომ ვთქვა დრო არ მაქვს-თქო, მოგატყუებთ, მაგრამ მაქვს და არ ვიყენებ, ან ვერ. დღეს კვირაა, ახლა სახლში ვზივარ, რა ვაკეთო არ ვიცი. ამ უაზრობიდან გამოსაძრომად,მადლობა ბლოგს იდეის მოწოდებისთვის. მოკლედ ასე უაზროდ მიედინება ეს დღეები  უინტერესოდ...
loading...