loading...
  საკუთარ თავზე ბლოგზე ძალიან ცოტა პოსტი მაქვს დაწერილი. ეს იმიტომ, რომ მუდამ მეცინება მსგავს პოსტებზე. პირად სიხარულზე, ტკივილზე, განცდებსა თუ პრობლემებზე წერა და მერე მისი წაკითხვა ჩემთვის სასაცილოა. არასოდეს ვყოფილვარ(არც ახლა შეცვლილა რამე) იმპრესიონისტი. დღეს მიშელ უელბეკის “ელემენტარული ნაწილაკების” კითხვა დავასრულე, დაახლოებით ერთი კვირის წინ ჯოისის “ულისესთან” ბრძოლა დავასრულე. დაახლოებით მაგ დროს ვნახე(ვინ იცის მერამდენედ) ნოლანის “მემენტო”, ხოლო დღეს უელბეკს Sideways–ს დავაყოლე, მართლა ძალიან კარგი ფილმი. ამ ოთხმა ერთმანეთისგან ფუნდამენტალურად განსხვავებულმა ნაწარმოებმა ჩემში პოსტის დაწერის სურვილი გააჩინეს, პოსტის რომელიც მოგონებებზეა.

გაიღიმეთ...


სვანს ეყოლება ტყუპი შვილები და ერთს გადააგდებს ორი ერთნაირი რათ მინდაო ​
****
სვანი წყლისა და გაზის მილებს შეაერთებს, რისთვის? -გაზიანი წყლისთვის...
****
სვანს ფეხსაცმელი უჭერს და ტკივილ გამაყუჩებელს დალევს.
****
სვანი ცხენს დაკარგავს და იტყვის: -კიდევ კარგი ზედ არ ვიჯექიო!
****
სამი ნარკომანი მატარებლის ლიანდაგზე მიხოხავს. ერთი იძახის:
_აუ რა მაღალი კიბეა.
მეორე:
_თან რა დაბალი მოაჯირი აქვს.
მესამე:
_არაუშავს, აგერ ლიფტი მოდის...

არასოდეს სთხოვო არავის არაფერი



1. არასოდეს სთხოვო არავის არაფერი. უბრალოდ წაართვი, დაე მათ გთხოვონ შენ. შენ კი იფიქრებ.
2. არასოდეს გაძუნწდე. შენი პრობლემები დიდი სიყვარულით აჩუქე სხვა ხალხს.
3. არასოდეს გამოედევნო ქალებს. დაე ქალებმა გდიონ შენ. მათ შენგან უფრო მეტი უნდათ (მთელი ცხოვრების განმავლობაში), ვიდრე შენ მათგან (ერთი ღამით).
4. არასოდეს აიღო ვალად. აიღე სამუდამოდ.
5.არასოდეს შეეკამათო უზრდელს. უბრალოდ გაუღიმე და ყბაში მოსდე.
6. არასოდეს ისწავლო შეცდომებზე. ისწავლე კომპიუტერზე (გიტარაზე, პიანინოზე, დოლზე)
7. არასოდეს დათვრე სტუმრად. უბრალოდ, ისე მიაყოლე საჭმელი, რომ მასპინძელს არაყი აღარ ეყოს.
8. არასოდეს გახდე ცრუმორწმუნე. უბრალოდ ამოარჩიე გზები, რომლებზეც არ დადიან შავი კატები და ქალები ცარიელი ვედროებით.
loading...