loading...

ქაღალდის ნავი... ზღვა...

 
  მგონი შეცდომები ქაღალდის ნავს ჰგავს,რომელსაც ზღვაში უშვებ მაგრამ გამორიცხული არ არის,რომ უკან დაგიბრუნდეს სულ სხვა ადგილას და სხვა დროს.მაშინ,როცა არ ელოდები და წარმოუდგენლად გეჩვენება,ეს ხომ უბრალო ქაღალდის ნავი იყო,რომელიც ზღვის ტალღებს ვერაფრით გადაურჩებოდა..

”შეგეშალა”- შეცდომებზე ვსწავლობთ...

   მახსოვს ერთხელ მითხრეს შეცდომებზე უნდა ისწავლოო,მაგრამ არ შემიძლია ვერ ვსწავლობ.. თავს ვერასდროს ვპატიობ,როცა რაღაც მეშლება..არც არასდროს ვეძებ მიზეზებს და არც რამის შეცვლას ვცდილობ.. უბრალოდ თავს ვეუბნები: ”შეგეშალა” და ცხოვრებას ვაგრძელებ,მაგრამ დგება იგივე მომენტი დ აი სევ იმავე შეცდომას ვუშვებ.. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე,რომ არ უნდა დამვიწყებოდა უკვე რომ შემეშალა.. რომ როცა დამარიგეს “არ დაივიწყო” უნდა ყური დამეგდო.. ჩემი სიჯიუტე გვერდით გადამეწია,ისევ ჩემთვის და არა სხვის სასიკეთოდ.. მაგრამ თურმე როცა ორჯერ გეშლება,უკეთ გამახსოვრდება.. ისევ თავის გამართლებას ვცდილობ,თუმც მტყუანი ვარ საკუთარ თავთან და ვის რას ვუმტკიცებ? ვერც ვერაფერს.. შევცდი,საჭიროა ვაღიარო.. მაგრამ შევძლებ კი ყოველთვის,ვძლიო თავს და იმის დაჯერებას,რომ აუცილებელია ეს ყოველთვის მახსოვდეს?.. მაშინ,როცა არ მინდა რომ მახსოვდეს...

ჩემი ბლოგის მკითხველებს...


   შენ მე არ მიცნობ,მე კიდევ შენ მაგრამ ჩემს ბლოგს კითხულობ ე.ი. რაღაც საერთო მაინც გვაქვს.. ან მოგწონს ან არა.. გააჩნია ალბათ რა ხასიათზე ხარ,ისევე როგორც მე როცა ვწერ.. არც ის ვიცი რა უნდა გითხრა,ახლა ამ წერილს რომ კითხულობ ძალიან მიხარია.. ჩემთვის უცხო ხარ მაგრამ ჩემს ფიქრებს იზიარებ ამავე დროს.. ერთი ვიცი შენს შესახებ,ცნობისმოყვარე ადამიანი ხარ.. სხვაგვარად ჩემს წერილს არც წაიკითხავდი.თუმცა,რატომ ვცდილობ შენს აღწერას,ამას ხომ მაინც ვერ მოვახერხებ.. ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა.. ნამდვილად არ ვიცი ახლა რას ფიქრობ,მე ის ვიცი რომ მინდა დიდი,ლამაზი წერილი დაგიწერო,რომ ჩემს ბლოგზე ისევ შემოხვიდე.ოდესღაც,ხომ ყველანი უცხონი ვიყავით ერთმანეთისთვის,მაგრამ დედამიწა ტრიალებს,ჩვენ ვმოძრაობთ,ერთმანეთს ქუჩაში იქნებ ბევრჯერ ჩავუარეთ კიდეც ან იქნებ საერთო ნაცნობი გვყავს,მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობთ.მერე რა მოხდა იქნებ ერთ დღესაც გავიცნოთ კიდეც ერთმანეთი,იქნებ ამ წერილმაც მოახერხოს ეს.. გწერ არა იმიტომ,რომ მეგობრების ნაკლებობას განვიცდი,არამედ იმიტომ რომ შენ ერთი დიდი თამაშის ნაწილი ხარ,რომელსაც “წერილები” ჰქვია.. თუმცა ცხოვრებაც,ხომ თამაშია და მოთამაშეთა უმეტესობა ერთმანეთს არც ოცნობს..

  უბრალო ადამიანური წერილია,უბრალო ადამიანისთვის დაწერილი.. გაუფორმებელი ყალბი,ზედმეტი სიტყვებით.. უცხო ხარ და ამ წერილით უნდა გამიცნო!.. ხოდა მინდა პირველივე შთაბეჭდილება ისეთივე იყოს,როგორიც სინამდვილეში ვარ.. ამ წერილში ბევრი საკუთარი აზრი და შეხედულება ჩავდე.. დაე,დღეიდან შენც მიცნობდე.. ისევე,როგორც დანარჩენები.. როგორც უკვე ვთქვი,ოდესღაც ხომ ჩემთვის სულ ყველა უცხო იყო.. ცხოვრების ყოველ საფეხურზე კი,ახალ ადამიანებს ვიცნობ და ქვეყნად ჩემთვის ერთით ნაკლები უცხო რჩება..

  ახლა შენ კი მიცნობ,მაგრამ მე რომ არ გიცნობ? ეჰმ,რატომ არის ყველაფერი ასეთი რთული.. იმედია შენთვის მაინც არის იოლი...
 დატოვე კომენტარი....
loading...