loading...

სიცხიანი

   ცხვირიდან მოსდის , თანაც ისე, რომ  სუნთქვა უჭირს. ყელი ტკივა, საჭმელს ძლივს ჭაამს (ყველაფერი ასეა, არ ვაზვიადებ) პლიუს დღეს სიცხეც მისცა, ძალიან პატარაა და
თავს ცუდად გრძნობს. ბორგავს ეტყობა ცუდი სიზმრებიც ესიზმრება.
  მოკლედ ჩემს პატარას სიცხე აქვს გაცივდა. მეც ცუდათ ვარ...
01:04 საათია ყავას ვსვავ ღამეს უთენებ... ტირილის ხმა მესმის...
ხვალ კარგათ იქნება... :) 

დღე პირველი დღე უკანასკნელი


დღეს კინაღამ მიკრო ინფარქტი დამემართა.

   ამგვარი და ამდენი გასაჭირი ერთდროულად არასოდეს დამტყდომია თავს და ჩემმა იმედმა, დღის მეორე ნახევარში, სადღაც დაყვინთა.

  ორი რამ მიჭირს : 1) უყურადღებობა და 2) ამ უყურადღებობით გამოწვეული თავდაუჯერებლობა…

  თავდაუჯერებლობა ზოგადად ჩემი ცხოვრების ერთი დიიიდი მინუსია. რის გამოც დღემდე ძალიან მწარედ ვჩაგრავ საკუთარ თავს.
   მოკლედ, რა აზრი აქვს აქ წუწუნს. არც ვწუწუნებ, უბრალოდ მინდა დღეს მიღებული სტრესისაგან ცოტა დავიცალო.
                 ვიმღეროთ: ♪♫ …ჩილომ პილომ ჩილიმ პილიმ პილოოო...… ♪♫
     გარეთ წვიმს... 

მკიტხველებს

იმდენი რამის გაკეთება მინდა. მთელი დღის მანძილზე ხან რა მახსენდება და ხან რა მომდის აზრად, მაგრამ სახლში მოსულს, მიჭირს დასვენების გარდა რაიმეზე კონცენტრირება. იმედია, მალევე დავიბრუნებ ხალისს. მიყვარხართ ყველანი!!


loading...