loading...

21 წლის რუსი მოდელი Yulia Kharlapanova for Marie Claire Italia

 21 წლის რუსმა მოდელმა – Yulia Kharlapanova–მ, ვინაც 2009 წლიდან Benetton–ისა და Moschino–ს სახეა, მონაწილეობა მიიღო იტალიური ჟურნალი – Marie Claire–ის ივნისის ნომრისთვის მომზადებულ ფოტოსესიაში, სადაც იგი მწვანით მოსილ ბაღში რეკლამირებას უწევს: Louis Vuitton–ის, Dolce & Gabbana–ს, Yves Saint Laurent–ისა და Celine–ს სამოსს. ფოტოსესია მოამზადეს: ფოტოგრაფმა – Johan Sandberg–მა და ფეშენ–რედაქტორმა – Monika Kropfitsch–მა.










წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს, სადაც – Victoria’s Secret–ის სამხრეთ აფრიკელი მოდელი

 Candice Swanepoel–ი რეკლამირებას უწევს საკმაოდ ექსტრავაგანტულ შიდა საცვალს. ფოტოსესიაში მომხიბვლელმა მოდელმა მოირგო – Victoria’s Secret–ის ისეთი კოსტიუმები, როგორიცაა: მეკობრის, ჯადოქრის, კაზინოს დედოფლის, პატარძლის, სანტას თანაშემწისა და სხვა. ისიამოვნეთ!














Tag Heuer Link Smart Phone – Exclusive Debut

  სულ რაღაც 2,5 წელია, რაც კომპანია – Tag Heuer–მა „ლუქსის“ კლასის, ფუფუნების მობილური ტელეფონი – TAG Heuer MERIDIIST–ი გამოუშვა, ხოლო ამჯერად, კი მათ წარმოადგინეს ახალი, ექსკლუზიური პროდუქტი, რომელიც სმართფოუნი – ‘Tag Heuer Link’–ი გახლავთ.
ეს გახლავთ შვეიცარული მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი „ლუქსის“ კლასის პირველი სმართფოუნი, რომელსაც – Android–ის ბაზაზე ფუნქციონირებადი, სენსორული ეკრანი და მაღალი მოთხოვნების შესაბამისი შესაძლებლობები გააჩნია. სიახლე, რომელიც 4700 ევროდაა შეფასებული, გასაყიდ ქსელში ამა წლის სექტემბრის თვეში გამოჩნდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ – Tag Heuer–ის ავტორიზებულ ბუტიკებში.
Tag Heuer Link–ის ექსკლუზიური ეგზემპლარი შედგება: კოროზიის გამძლე და ჰიპერალერგიული ფოლადისაგან, ტიტანისაგან, 18 კილობიტი ვარდისფერი ოქროსაგან, დარტყმა გამძლე – Gorilla–ს სპეციალური მინისგან, ბრილიანტისა და ლალის ძვირფასი თვლებისაგან, ნიანგის ტყავისა და სხვა ძვირადღირებული მასალისაგან. მის შეძლებლობებს განეკუთვნება: 800*480 პიქსელის მქონე, 16 მილიონი ფერის ეკრანული რეზოლუცია; მაღალ–დეფინიციური 5 მეგა–პიქსელიანი ავტო–ფოკუსის მქონე კამერა; 256 მეგაბაიტიანი ინტერნალური მეხსიერება; 8 გეგაბაიტიანი მეხსიერების ბარათი; მუსიკის 11 სთ–ის ხანგრძლივობის უწყვეტი მოსმენა; ავანგარდული ანდროიდულ–ოპერატიული სისტემა; 250 000–მდე აპლიკაცია; ანიმაციები; სიმბოლოები; სტერეო– Bluetooth–ი; Wifi; WAPI და უამრავი სხვა რამ.





კალია- აქტუალური პრობლემა საქართველოში(გიგანტური კალიები ჩვენს ოთახებში)


კალიები (Acridoidea), მწერების ზეოჯახი სწორფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 9 სმ აღწევს. აქვთ 2 წყვილი ფრთა ან სულ უფრთოები არიან. ზოგჯერ ფრთები განვითარებადაუმთავრებელია. უკანა ფეხებს სახტომად იყენებენ. მოკლე კვერცხსადები აქვთ. კვერცხებს დებენ გროვებად, რომლებიც ქაფისებრი სითხის გარსშია გახვეული. გაცივებისას სითხე მკვრივდება. მატლები გაზაფხულზე იჩეკებიან. კანს 4—7-ჯერ იცვლიან. ზეოჯახში 10000-მდე სახეობაა. კალიების მრავალი სახეობა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას.

ზოგიერთი სახეობის კალია ზედა ფრთების გამსხვილებულ ძარღვებზე უკანა კიდურების ხახუნით გამოსცემს ჭრიჭინა ბგერებს. მუცლის პირველი სეგმენტის გვერდებზე კარგად განვითარებული სმენის ორგანოები აქვთ. საქართველოში ყველაზე მავნე სახეობებია ეგვიპტური კალია (Anacridium aegypticum), იტალიური კალია (Caliliptamus italicus), მაროკოს კალია (Dociostaurus maroccanus), გადამფრენი ანუ აზიური კალია (Locusta migratoria).

  პრობლემა ადვილად მოგვარდება თუ კალიას უკნიდან (რომ არ შემოგაფრინდეთ)დაუდგებით და ბუზის საკლავს, ჟურნალს, ჩუსტს ან მსგავს რამეს ჩაარტყავთ :)
   ყველაზე მზრუნველი დედები არიან: კვერცხების დადების შემდეგ დედა მათ სიახლოვეს კვდება, რათა ახლადგამოჩეკილ კალიებს საკები არ მოაკლდეს.
და ბოლოს, ნუ გეშინიათ  ვინაიდან კალია  ადამიანს ვერასდროს უკბენს.




Marloes Horst

























loading...