loading...

ტყავის BMW X6















iPad-მა შეითავსა ტელეფონის ფუნქცია



დადგება ჩემი დღეც!

  მწვანე, ფოთლებიანი, მზიანი და ქარიანი დღე, უცებ ერთ დიდ ფეიერვეკრად გადაიქცევა. ფეიერვერკად, რომელიც, ლოდინის მიუხედავად, მოულოდნელად იფეთქებს და ეს იქნება ის სასწაული, რომელიც იმ რომელიღაცა წელს აუცილებლად ახდება და მე - მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიტყვი, რომ ამ დღის  ლოდინი ნამდვილად ღირდა.!!!
 სინამდვილეში მე ძალიან კარგი ვარ. ჯანდაბა, იმაზე ბევრად კარგი, ვიდრე ოდესმე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს მარტო მე ვიცი და სწორედ ამიტომ მიყვარს საკუთარი თავი ასე ძალიან - სიძულვილამდე.:)


იცით,თუ ხვალ მოვკვდებით,კომპანია,რომელშიც ვმუშაობდით ძალიან ადვილად იპოვის შემცვლელს


მაგრამ ოჯახი,რომელიც უკან მოვიტოვეთ მთელი ცხოვრება დანაკლისს განიცდის.და თუ დაუფიქრდებით ვცდილობთ უფრო ხშირად სხვაგან ვიყოთ ვიდრე ოჯახში.
და რა იმალება ამ ამბავის უკან?

იცოდით,რას ნიშავს სიტყვა FAMILY?

საკუთარი მოვალეობების შესრულება,ეს უბრალოდ ცხოვრების შექმნაა,ოჯახის ცხოვრების.
Denzel Washington

ერის სიძლიერე ოჯახის პატიოსნებაში გამოიხატება.
Confucius

ოჯახის მართვა ისე ხდება,როგორც პატარა თევზის საჭმელად მომზადება-ძალიან მშვიდად.
Chinese Proverb

თქვენ ვერ აირჩევთ ოჯახს.ის ღმერთმა აგირჩიათ.როგორც ოჯახისთვის თქვენ შეგარჩიათ.
Desmond Tutu

კაცი მოგზაურობს იმისთვის,რომ იპოვოს ის რაც სჭირდება,და სახლში ბრუნდება,რომ ნახოს ის.
George Moore

ჩვენთვის ოჯახი ნიშნავს ხელების შემოხვევას ერთმანეთზე და ასე ყოფნას.
Barbara Bush

ოჯახი ბუნების ერთ-ერთი შედევრია.




2. მილიონერი ეს არის კაპიტალისტური შრომის გმირი.”




1. ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს. ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე.”
— გოდერძი ჩოხელი

2. მილიონერი ეს არის კაპიტალისტური შრომის გმირი.”
— უცნობი

3. “წიგნი — ეს არის მარტოობაში გადაგდებული მაშველი რგოლი.”
— რომენ როლან

4. ოპტიმისტია ის,ვინც მომხრეა იმ მოძღვრებისა,რომ შავი იმავ დროს თეთრიცაა”
— ბიჩსი

5. “ყველა ადამიანმა უნდა აირჩიოს, იაროს შემოქმედებითი ალტრუიზმის სინათლეში თუ დამანგრეველი ეგოიზმის სიბნელეში.”
— მარტინ ლუთერ კინგ

6. ყვირილი მხოლოდ ეგაა – ხმაური და არა მუსიკა”
— კარლ გუსტავ იუნგ

7. შენი ჩურჩული არ ისმის ჩემს ყურებში, მაგრამ ის არის ჩემს გულში. ეს არ არის ჩემი ტუჩები, რასაც შენ აკოცე, მაგრამ არის ჩემი სული.”
— Judy Garland

8. “დააფასეთ სიცილი: რამდენიც არ უნდა იყოს ქვეყნად სიცილი, ის მეტი არასდროს იქნება.”
— სოკრატე

9. სპილო ხორთუმით კლავს თავის მსხვერპლს,გველი_კოცნით, მეფე_ღიმილით, ხოლო მოღალატე_პატივისცემით”
— გამსახურდია

10. გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!
ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:
– აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!
იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?
ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.”
— გოდერძი ჩოხელი

11. უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.”
— ვოლტერი

12. დაიმახსოვრე, რომ ერთის ქმედებაზეა დანარჩენი ყველას ბედი დამოკიდებული”
— ალექსანდრე მაკედონელი

13. მოთმინების უნარი,ეს არის ბოლო გასაღები,რითაც კარის გაღება შეიძლება”
— გალილეო გალილეი

14. ადამიანთა ურთიერთგაგების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰქონდეს უნარი საკითხს სხვა ადამიანის თვალით შეხედოს და ეს საკითხი გადაჭრას ისე, რომ გაითვალისწინოს როგორც თავისი, ისე სხვისი ინტერესები.”
— ჰენრი ფორდი

15. ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ, ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ ლაპარაკობს.”
— ლეონარდო და ვინჩი

16. მერე და სხვა რა არის თანასწორობა, თუ არა უარყოფა თავისუფლებისა, ყოველივე ამაღლებულისა და თვით ბუნებისა? თანასწორობა მონობაა.”
— ფლობერი

17. მე მხოლოდ ვხნავდი და ვბარავდი ჩემს ყანას, ბედისწერა ყრიდა შიგ თესლს”
— პოლ ვალერი

18. ჩემი საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც ჩემში საუკეთესოს დაინახავს”
— ჰენრი ფორდი

19. “მე უპატივისმცემლობით არ ვილაპარაკებ რესპუბლიკელთა პარტიაზე. მე ყოველთვის პატივისცემით ვლაპარაკობ წარსულზე”
— ვუდრო ვილსონი

სამსუნგის (samsung) ახალი მტვერსასრუტი

ავტომატიზირებული მტვერსასრუტების ბაზარი თანდათან იზრდება. კომპანია სამსუნგმა (samsung) გამოუშვა მტვერსასრუტის ახალი მოდელი VC-RL87W, რომელსაც ჩამონტაჟებული აქვს ვიდეო კამერა.


ვიდეო კამერას საშუალება აქვს გაგზავნოს სურათები სმარტფონზე ან კომპიუტერზე. შექმნილი იქნა ეს მოდელი არა მარტო იმისათვის, რომ მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს თვალყური ადევნოს მტვერსასრუტს დალაგების დროს, არამედ იმისათვისაც, რომ შესაძლებელი იყოს მისი დისტანციური მართვა.

ახალი მოდელის მტვერსასრუტს ვიდეო კამერის გარდა ჩამონტაჟებული აქვს მიკროფონიც, რომლის საშუალებითაც ოთახში მყოფ ადამიანებთან შესაძლებელია კონტაქტის დამყარება.








სიახლე – ციფრული ელექტრო გიტარა სენსორული ეკრანით


 კომპანიამ Misa Digital Instruments განაცხადი გააკეთა ახალი ინსტრუმენტის საცდელ გაყიდვებთან დაკავშირებით. ეს არის ციფრული ელექტრო გიტარა სენსორული ეკრანით – Kitara.
 აქამდე მისი სახელწოდება იყო Digital Guitar (ციფრული გიტარა). ყველა პრეს – რელიზში აღნიშნულია, რომ იგი არის "ახლიდან გამოგონებული ელექტროგიტარა" მას არა აქვს ჩვეულებრივი სიმები – მათ მაგივრად გამოყენებულია სენსორული ეკრანი. ასევე გიტარაში გათვალისწინებულია რამოდენიმე ღილაკი ხმის ტონალობის რეგულირებისთვის, ხმის სიმძლავრისთვის და სხვა პარამეტრებისთვის.
Kitara – არა მარტო არაჩვეულებრივი, არამედ საკმაოდ ძვირი მოწყობილობაა. მისი მინიმალური ფასი ამერიკაში შეადგენს 849$. გამოშვებულია ასევე საკოლექციო ეგზემპლარი ალუმინის კორპუსით, რომლის ფასი 3 – ჯერ უფრო მაღალია.


კომპანია ფუჯიცუს (Fujitsu) უკაბელო მონიტორი


  CeBIT 2011 კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 1–5 მარტს განნოვერში კომპანია ფუჯიცუმ (Fujitsu) წარმოადგინა ახალი მონიტორი, რომელსაც არ სჭირდება არც დენის და არც ვიდეო გამოსახულების კაბელი.
უკაბელო მონიტორის დიაგონალია 22 დიუმი. დენის მიწოდება ხდება SUPA ტექნოლოგიით.

ტექნოლოგია SUPA შემუშავებული იქნა Fraunhofer Institute სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ტექნოლოგიების სფეროში ენერგიის უკაბელოდ გადაცემისთვის. ტექნოლოგია არის აბსოლუტურად უსაფრთხო ელექტრომაგნიტური გამოსხივების კუთხით. მონაცემები გადაიცემა სამაგიდო ან მობილური სისტემით Wireless USB ინტერფეისის საშუალებით. კომპანიის Fujitsu წარმომადგენლების მტკიცებით გამოსახულება მონიტორზე არის საკმაოდ მაღალი ხარისხის სისტემური ბლოკიდან 10 მეტრის რადიუსში.

ახალი მოდელის მონიტორების კომერციულად გამოშვება იგეგმება შემდეგი წლისთვის.

ნოუთბუქი – Feno


დასაკეცი ნოუთბუქი სახელწოდებით – Feno.
ნოუთბუქის სიგანე დაკეცილ მდგომარეობაში მხოლოდ მცირედით აღემატება სტანდარტული DVD დისკის ზომას.
  მისი კორპუსი არის დამზადებული ალუმინისგან, რითაც იგი ძალიან ჰგავს Apple – ს ნოუთბუქებს. მაგრამ ერთ–ერთი განსხვავება არის ის, რომ Feno მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Windows. დასაკეცი ადგილების უნიკალური გადაბმის ტექნოლოგია და ელასტიური ეკრანი საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული მოწყობილობაზე დეფექტების გაჩენა ხშირი დაკეცვა–გაშლის შედეგად.
ნოუთბუქის კლავიატურა შერმცირებულია მაქსიმალურად, ხოლო სტანდარტული ტრეკპადი შეცვლილია პატარა გამოსაწევი თაგვუნით.







iPhone 4 საუკეთესო მობილურად დასახელდა

ბარსელონაში მიმდინარე მსოფლიო მობილური კონგრესის ჟიურიმ iPhone 4 დაასახელა როგორც საუკეთესო სმარტფონი. მიუხედავად იმისა, რომ ეპლი არ იღებდა მონაწილეობას ამ კონგრესზე, მისმა პროდუქტმა ყველაზე პრესტიჟული ნომინაცია მოიგო.ბმული

ჩვენ რომ Apple გვეყიდა, იქნებოდა აიფონი, აიპოდი და აიპედი დღეს? დიდი ალბათობით არა. ჩვენ ყველაფერს გავაფუჭებდით — სკოტ მაკნილი.


  ასეთი გულწრფელი განცხადება გააკეთა Sun Microsystems-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა სკოტ მაკნილიმ ცოტა ხნის წინ გამართულ Churchill Club-ის მიერ გამართულ წვეულებაზე. მისი თქმით, 90-ების შუაში ეპლი იმდენად ღრმა კრიზისში იმყოფებოდა, რომ მაშინდელი CEO მაიკლ შპინდლერი მოლაპარაკებებს მართავდა სხვადასხვა კომპანიებთან ეპლის ყიდვის თაობაზე, რომელთა შორის ყველაზე რეალური კანდიდატი მაშინ თავის დიდების მწვერვალზე მყოფი Sun Microsystems იყო. მაიკლ შპინდლერი, რომელიც ეპლის სათაო ოფისში ეპლის ევროპული წარმომადგენლობიდან მოხვდა კომპანიიდან ჯონ სკალის წასვლის შემდეგ, სულ სხვანაირად ხედავდა კომპანიის მომავალს, ვიდრე მისი წინამორბედი. შპინდლერმა ეპლის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით განახორციელა მთელი რიგი პროექტები, როგორებიც იყო მაკინტოშის საოპერაციო სისტემის ლიცენზირება კომპიუტერული ფირმებისადმი და რომელმაც ეპლს სიტუაციის გაუმჯობესების ნაცვლად შეუქმნა საკუთარი კლონები, რომლებიც ღირდა უფრო იაფი, ვიდრე ეპლის პროდუქტები და კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის შემდეგ დირექტორთა საბჭომ და მაიკლ შპინდლერმა საბოლოოდ გაკოტრების გზაზე დამდგარი ეპლის გაყიდვა გადაწყვიტეს. Sun Microsystems-ს რამოდენიმე საათი აშორებდა ერთ დროს კომპიუტერული რევოლუციის სულისჩამდგმელის ყიდვისგან, როდესაც ეპლის ერთ-ერთმა კორპორატიულმა ბანკირმა და იურისტმა ისეთი პუნქტები ჩადო ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტში, რომელთა შესრულება Sun-მა მიუღებლად მიიჩნია და გარიგებაც ჩაიშალა. სკოტ მაკნილის არ დაუსახელებია იურისტის სახელი, მაგრამ მისი თქმით იგი თავისგან გაუცნობიერებლად ეპლის გადამრჩენელი აღმოჩნდა.

ჩვენ რომ ეპლი გვეყიდა, იქნებოდა აიფონი, აიპოდი და აიპედი დღეს? დიდი ალბათობით არა. ჩვენ ყველაფერს გავაფუჭებდით — სკოტ მაკნილი.

ეპლი უფასოდ შეუკეთებს დაზარალებულ იაპონელებს ეპლის პროდუქტებს

Apple-ს იაპონურმა ოფისმა გამოაცხადა, რომ იაპონელებს, რომლებიც ფლობენ Apple-ს პროდუქტებს და რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდნენ, უფასოდ შეუკეთებს. ამ სიაში ხვდებიან შემდეგი პროდუქტები: ნებისმიერი მაკი, Apple Cinema Display, აიფონები, აიპოდები. ამ პროგრამაში მოსახვედრი ერთადერთი აუცილებელი პირობაა, რომ დაზარალებული უნდა ცხოვრობდეს იმ რაიონებში, რომლებმაც განიცადეს მიწისძვრა. აღსანიშნავია, რომ ეპლმა უშუალოდ მიწისძვრის დროს თავის მაღაზიებში იაპონიის მასშტაბით საშუალება მისცა ყველას ესარგებლა სკაიპით და ინტერნეტით, რათა დახმარებოდა ინფორმაციის და ახლობლებიც მოძიებაში.

პირველი სარეცხი მანქანის

პირველი სარეცხი მანქანა
  ადამიანებმა, როგორც კი დაიწყეს სხეულის, სხვადასხვაგვარი ტილოებითა და ტანსაცმლით შემოსვა,გაჩნდა რეცხვის საჭიროება, შესაბამისად ჩვენმა კრეატიულმა წინაპრებმა გამოიგონეს სარეცხი მანქანა
  პირველი სარეცხი მანქანა IXX-საუკუნის დასაწყისში  გამოჩნდა, რომლის ფოტოც მოცემულია პოსტში... :)) 

Nokia 8800 Gold Art-ინოვაცია


Nokia 8800 Gold Art
როგორც ყველა დანარჩენი მობილურების ბრენდი, ნოკიაც ცდილობს სიმდიდრე შემატოს თავის მოდელებს. რა არის ახალი ამ მოდელში? რა თქმა უნდა სიმძიმე. კორპუსის დაფარული სუფთა 18 კარატიანი ოქროთი. მოდელის ფასი დაახლოებით 1450 ევროს შეადგენს.

რას ნიშნავს AMG- Mercedes-AMG


  Mercedes-AMG, ანუ უბრალოდ AMG – კომპანია მერსედეს-ბენცის ქვედანაყოფი, რომელიც აწარმოებს კომპანიის სერიული ავტომობილების სრულყოფას (ტუნინგს), ასევე წარმოადგენს კომპანიას ავტოსპორტში.

დასახელებაში AMG – პირველი ორი ასო “A“ და “M“ წარმოადგენს დამფუძნებლების გვარების პირველ ინიციალებს, რაც შეეხება მესამე ასო “G“-ს ეს არის შტუტგარტის ახლოს მდებარე პატარა ქალაქის სადაც დაფუძნდა კომპანია AMG, Großaspach დასახელების პირველ ასო.

კომპანია AMG დაარსდა 1967 წელს, მერსედსე-ბენცის ყოფილი ინჟინერების ხანს ვერნერ აუფრეხტის და ერხარდ მელხერის მიერ. კომპანიის დაარსების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მერსედეს-ბენცის სერიული ავტომობილების “ტუნინგი“. წარმოება განლაგებული იყო ქალაქ შტუტგარტის ახლოს დაბა „ასპახ“-ში და მისი მთავარი კონკურენტი იყო კომპანია Brabus, რომელიც ასევე სპეციალიზირებული იყო მერსედეს-ბენცის სერიული ავტომობილების ტუნინგში.

1999 წელს კომპანიის აქციების 51% შეიძინა კონცერნმა DaimlerChrysler, ხოლო დასახელება კი შეიცვალა Mercedes-AMG-ით, 2005 წლის 1 იანვრიდან კი კომპანია სრულად გადავიდა Mercedes-Benz-ის საკუთრებაში.
  მას შემდეგ რაც კომპანია AMG-ს სრული პაკეტი შეიძინა მერსესდესმა, ხანს ვერნერ აუფრეხტმა დაარსა კომპანია H.W.A. Gmbh, რომელიც ისევე როგორც AMG წარმოადგენს მერსედესის ბრენდს ავტოსპორტში. მიუხედავდ ახალი კომპანიის დამაარსებლის მდიდარი სპორტული გამოცდილებისა, H.W.A. Gmbh-ის სახელით პირველი დებიუტი კრახით დასრულდა. 1999 წელს ლემანის 24 საათიანი რბოლის დროს ახალი ავტომობილი Mercedes-Benz CLR ბოლომდე ტექნიკურად არ იყო დამუშავებული და აეროდინამიურად არ იყო გათვლილი, რის გამოც შეიქმნა საშიშროება ავტომობილის ამოტრიალებისა, დეფექტის აღმოჩენა მხოლოდ საკვალიფიკაციო რბოლის დროს გახდა შესაძლებელი, როდესაც ამოტრიალდა მარკ ვებერის ავტომობილი, მიუხედავდ ამისა რბოლა გააგრძელეს ოღონდ მანქანას სიმძიმისთვის დაამატეს ზედმეტი ბალასტი, თუმცა ავტომობილი არასწორ გზაზე მაინც ამოტრიალდა, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ამავე დროს გუნდს ლიდერის პოზიციები ეკავა, მაგრამ მიუხედავად ამისა უსაფრთხოების მიზნით გადაწყდა, რომ გუნდი მოხსნილიყო შეჯიბრიდან. შემდეგ წელს კომპანია H.W.A. Gmbh-მა გააგრძელა DTM ჩემპიონატში მონაწილეობა და გუნდმა შეძლო 5-ჯერ ჩემპიონის ტიტულის მოგება, აქედან სამი ტიტული ბერნდ შნაიდერის პირად ანგარიშზეა.




ემი ჰიქსონმა (Amy Hixson)




























loading...