loading...

ნუ გაწელავთ სათქმელს

საჯარო გამოსვლა გახლავთ ურთიერთობის უნიკალური ხერხი, რომელთანაც ხშირად ასოცირდება პოლიტიკური მოღვაწის სახე. სურვილის შემთხვევაში ამ ხელოვნების დაუფლება ყოველ ჩვენგანს ძალუძს.

ადამიანთა მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს თანდაყოლილი უნარი აუდიტორიის წინაშე ძალდაუტანებლად ეჭიროს თავი, რაც მათ “ავტომატურად” აქცევს კარგ ორატორებად.

ნუ გაწელავთ სათქმელს
პირველი, რითაც უპრიანია დაიწყოს კამპანიის წარმართვის გეგმის შედგენა, ესაა თემის ღრმა დამუშავება. ამითვე უნდა დაიწყოს სამზადისი ზეპირი გამოსვლებისათვის, რომლებიც საფუძვლიან და შემოწმებულ ინფორმაციას უნდა ეფუძნებოდეს.

აუდიტორიის წინაშე წარდგომამდე შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი შეიტყოთ მსმენელთა შესახებ – რამდენია, რა ხალხია, მომხრეა თქვენი თუ მოწინააღმდეგე, აქვთ თუ არა რაიმე საერთო, მაგ. საქმიანობის სახე, პოლიტიკური შეხედულება, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია, ჰობი და ა.შ.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება, თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ურთიერთგაგების ფარგლებშია და არ იწვევს აუდიტორიის გაღიზიანებას.

თვით იმ ჯგუფებთან შეხვედრისასაც კი, რომელნიც არაკეთილგანწყობილნი არიან თქვენსა და თქვენი პარტიის მიმართ, უნდა ეცადოთ მოძებნოთ ურთიერთშეხების წერტილები, თან ჯობს გამოსვლის დაწყებისთანავე.

ელაპარაკეთ მსმენელს იმაზე, რისი მოსმენაც მას უნდა, რა თქმა უნდა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება თქვენს მრწამსსა და შეხედულებებს. თუ მსმენელს რაიმე პოლიტიკური პრობლემა აღელვებს და თქვენც ეთანხმებით, აუცილებლად მოახდინეთ ამის ხაზგასმა.

კარგი ორატორი აუდიტორიის წინაშე კი არ გამოდის, არამედ ესაუბრება მას, აქცევს მსმენელს პროცესის მონაწილედ. ყველაზე შესანიშნავი გამოსვლაც კი ჩავარდნილად ითვლება, თუ იგი მსმენელის ინტერესებსა და გრძნობებს არ შეეხო.

ზოგი გამოსვლა მხოლოდ იმიტომ ითვლება წარუმატებლად, რომ ორატორმა მეტისმეტად ბევრის მოპოვება მოინდომა მისი საშუალებით. შეეცადეთ გამოყოთ ერთი–ორი ცენტრალური თემა, ასე თუ ისე ურთიერთდაკავშირებული.

მსმენელთაგან იშვიათად თუ ვისმე დაახსომდება გამოსვლის ცალკეული ფრაზები. კარგად მიწოდების შემთხვევაში კი იგი გაიყოლებს საერთო შთაბეჭდილებას და შესაძლოა არსებით აზრსაც.

წარუმატებლობის ტიპიური მიზეზია გაჭიანურებული გამოსვლა. მისი ხანგრძლივობა 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.

თუ ოც წუთში ჩატევა გთხოვეს, თქვენ კი 15 იკმარეთ, პუბლიკის კეთილგანწყობა განაღდებული გაქვთ. გამონაკლისია რადიო ან ტელე გამოსვლა, როცა გამოყოფილი დრო უნდა შეივსოს.

გახსოვდეთ, რომ ლაპარაკის დაწყებისას ხშირად იკარგება დროის შეგრძნება. ძალიან ბევრს “ხიბლავს საკუთარი ხმის ჟღერადობა” და იწყებს გადახტომას ერთი საკითხიდან მეორეზე. რეგლამენტის საკონტროლოდ დაიდეთ საათი ან თხოვეთ ვინმეს განიშნოთ.


პუბლიკასთან რაც ახლო იქნებით, უკეთესია



ლაპარაკის მანერა და ინტონაციაც კი იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც სათქმელი. წმინდად ოფიციალური სიტუაციის გარდა ყველაზე ქმედითი სალაპარაკო სტილია.

უპრიანია ხმარება ფრაზებისა “ჩვენ”, “თქვენ და მე”, “ჩვენთვის ცნობილია, რომ”, “ჩვენ ერთად შევძლებდით” და ა.შ. დაე პუბლიკას გაუჩნდეს თქვენთან ერთობის შეგრძნება.

გახსოვდეთ აგრეთვე, რომ აუდიტორიის წახალისებით მეტს მოიგებთ, ვიდრე მისდამი დათმობით. მსმენელთა რიცხოვნებამ ორატორს უნდა აგრძნობინოს, რამდენად “ოფიციალური” თუ პირიქით, “თავისუფალი” უნდა იყოს გამოსვლა.

თუ ამის განსაზღვრაში შეცდით, უმჯობესია ოდნავ მოუხეშავად გამოიყურებოდეთ, ვიდრე ზედმეტად მოწესრიგებულად. დიდად შეცდებით, თუ ფინჯან ყავაზე თქვენს თხუთმეტიოდე თანამშრომელთან ისეთივე ოფიციალური მოხსენების წაკითხვას შეეცდებით, როგორც პარტიის ეროვნულ ყრილობაზე.

გამოსვლის წერის დაწყებამდე ყურადღებით გადახედეთ კამპანიის გეგმას და გაიაზრეთ მისი მიმდინარე ამოცანები. თუ ამ ეტაპზე საჭიროა კანდიდატის მიმზიდველი სახის შექმნა, არ ღირს ოპონენტის მისამართით კრიტიკული გამოთქმების ხმარება.

მეორე მხრივ, თუ კამპანია შეურიგებელი ბრძოლის სტადიაშია გადასული, სრულიად ბუნებრივია მწვავე შენიშვნების გამოყენება. ამასთან გახსოვდეთ, რომ თქვენი გამოსვლა უნდა ავსებდეს და განამტკიცებდეს თქვენს მიერვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოხატულ პოზიციას.

დროდადრო კამპანიაში შეიტანეთ რისკის ელემენტი, სიტუაციის შესაფასებლად მოსინჯეთ ახალი თემა და პოზიცია. თქვენი საპროგრამო დებულებების დასასაბუთებლად შეთხზეთ შემოვლითი ფორმულირებები.

კარგი სიტყვა სტატისტიკით გაჯერებული ღაღადი როდია. სასურველია გამოსვლაში იყოს ფაქტები, რომლებიც დარბაზის აქტიურ რეაქციას გამოიწვევს.

გახსოვდეთ, რომ კონკრეტიკა ზოგად მსჯელობაზე უფრო დამაჯერებელია. თუ, სიტყვაზე, ლაპარაკია სამთავრობო ხარჯებზე, დაასახელეთ – რამდენი მილიონი თუ მილიარდი განიავდა უმისამართოდ.

ნებისმიერი პოლიტიკური გამოსვლისას ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ გასაგები, მარტივი ენით და არა დახუჭუჭებული პოლიტიკური ჟარგონით.

გამოსვლა ყოველთვის ლოგიკური უნდა იყოს, მაგრამ არც ის დაივიწყოთ, რომ ხანდახან ემოცია მეტ ნაყოფს იძლევა, ვიდრე “რკინის არგუმენტები”.

ამერიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობა მეტად მგრძნობიარეა დამკვიდრებული ტრადიციული ღირებულებებისადმი: პატრიოტიზმი, ოჯახი, რელიგია, სახლი და კარგი ნაკვეთი, ქისის მდგომარეობა, ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება.

პოლიტიკური დისკუსიები შესაძლოა გაანალიზდეს, სულ ცოტა, სამი მიმართულებით: ურთიერთობები, სოციალური და ეკონომიკური პრობლემატიკა, ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულებები.

ბოლო მათგანი ყველაზე უფრო გავრცელებულია. მაგალითისთვის ავიღოთ ეროვნული თავდაცვა. ადამიანთა უმრავლესობა ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება.

თითოეულ გამოსვლაში აუცილებელია მოინიშნოს ერთო–ორი საკვანძო საკითხი, რომელსაც დროდადრო დაუბრუნდებით. გამეორება კარგი ხერხია მსმენელამდე აზრის მისატანად.

სიტყვა თვალისთვის კი არა, ყურისთვის უნდა იყოს დაწერილი, რადგან კარგად კითხვადი ტექსტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მოსასმენადაც ასევე კარგია.

მაგალითად, ალიტერაცია და რითმა შესაძლოა კითხვისას უადგილოდ მოგეჩვენოთ, ზეპირი გამოსვლისას კი საკმაოდ ეფექტურია. ასევე – საკვანძო დებულებათა გამეორება კითხვისას გამაღიზიანებელია, მაგრამ აუდიტორიასთან საუბრისას – აუცილებელი.

სიტყვას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ადვილად დახსომებადი ფრთიანი გამოთქმები.

მაგალითად ივარგებს მარტინ ლუთერ კინგის სიტყვა “მე მაქვს ოცნება”, რომელიც მან ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქვა.

ფრაზის მსგავსი გამეორება წერილობით ვარიანტში არავითარ ხეირს არ მოუტანდა მას.

არ დაუშვათ გრამატიკული და სინტაქსური შეცდომები, რათა არ დატოვოთ გაუნათლებელი კაცის შთაბეჭდილება. ხანდახან ორსიტყვიანი კონსტრუქცია ჯობს გართულებულ სენტენციას.


იხუმრეთ, იმახვილგონივრეთ, გაიღიმეთ



მრავალი ცნობილი ორატორი თავის გამოსვლაში უხვად იყენებს იუმორს. ეს საკმაოდ წარმატებული ხერხია ყინულის გასადნობად და აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად. როცა მსმენელი გრძნობს, რომ გამომსვლელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოსწრებულად იხუმროს, უფრო ყურადღებითაა განწყობილი.

მეორე მხრივ, იუმორი ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს. შესაძლოა გამოსვლაში მოიხმოთ ცნობილ მწერალთა მახვილსიტყვაობანი, მაგრამ თუ თვითონ არ გეცინებათ მათზე, ვერც მსმენელს აიყოლიებთ.

მიზანს ყველაზე უკეთ მოკლე, იმპროვიზირებული შენიშვნები აღწევენ და როგორც წესი, ყველაზე უხიფათონიც არიან. თუ აუდიტორიას ექსპრომტზე არ გაეცინა, არა უშავს. ამან ხომ დროის ძალზე მცირე მონაკვეთი დაიკავა.

მეორე მხრივ უთავბოლო და გაწელილი ხუმრობა ცუდ სამსახურს გაგიწევთ, რადგან ძვირფას წუთებს წაგართმევთ. საიმედო, “ასპროცენტიანი” ხუმრობა არც ისე ბევრია. თუ არ გჯერათ, ჩაატარეთ პატარა ექსპერიმენტი.

წვეულებაზე ყოფნისას (სანამ ბლომად სპირტიანს მიიღებდეთ) შესთავაზეთ შეკრებილთ – თითოეულმა მათგანმა მოყვეს რაიმე, მისი აზრით ძალიან სასაცილო. სავარაუდოა, რომ უმეტესობა სულაც არ მოგეჩვენოთ სასაცილოდ.

იუმორი ყოველთვის დროული უნდა იყოს. ჯობია მოყვეთ შემთხვევა, რაც თავად გადაგხდენიათ, ვიდრე გზადაგზა თხზათ. რის თქმა შეიძლება და რის არა, დამოკიდებულია აუდიტორიაზე, საბაბზე და იმ ადგილზეც კი, სადაც გამოსვლა გიწევთ.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გამოსვლა შესაძლოა მოხვდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

თქვენი მიზანიც ესაა. იხმარეთ თქვენი სტრატეგიის განმსაზღვრელი და ციტირებისთვის მოსახერხებელი გამოთქმები. ეცადეთ, რომ ისინი გამოყენებულ იქნას რეპორტაჟებში.

თუ ოფიციალური გამოსვლა გიწევთ, რომელსაც პრესა საკმაო ყურადღებას დაუთმობს, იქონიეთ ტექსტის პირები რეპორტიორთათვის გადასაცემად, რათა ციტატები ზუსტად გადმოიცეს.

იმის და მიუხედავად, თხუთმეტწუთიანი საპროგრამო სიტყვა უნდა წარმოთქვათ თუ უბრალო, ხუთწუთიანი, გეგმა აუცილებელია. უწინარეს შეეცადეთ მსმენელთან კონტაქტის დამყარებას.

ამის ერთ–ერთი ხერხია (მცირე აუდიტორიასთან შეხვედრისას) სთხოვოთ თითოეულ მათგანს – წარმოადგინოს თავი. პატარა დარბაზში კარგი იქნებოდა რომელიმე იქ მყოფის ციტირება, ან მოთხრობა სასაცილო სიტუაციისა, რომელშიაც მოხვდით თქვენ და ვინმე დარბაზში მყოფთაგანი.

პრობლემა დააყენეთ მკაფიოდ და ყველასათვის გასაგებად. ილაპარაკეთ უბრალოდ, მოერიდეთ რიტორიკას ძნელადგასაგებ ჟარგონზე, რომელიც მხოლოდ ეკონომისტების, პოლიტოლოგებისა და საარჩევნო კამპანიის პროფესიონალ ორგანიზატორთათვისაა გასაგები.

მაგალითად, სამომხმარებლო საქონელზე ფასთა ინდექსის ზრდის ნაცვლად ჯობია თქვათ რომ ესა თუ ის საქონელი ძვირი ღირს; რაკეტების ტექნიკური დახასიათების მაგივრად ისაუბრეთ უსაფრთხოების განმტკიცების საშუალებებზე და ა.შ. ერთი სიტყვით – მეტი ემოცია, მეტი ცოცხალი კონტაქტი.

გამოსვლის დასკვნითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მთელი გამოსვლის მოკლე შეჯამებას. თუ აუდიტორიის ერთი ნაწილი ამა თუ იმ მიზეზის გამო უყურადღებოდ გისმენდათ, მათ შესაძლებლობა ეძლევათ ზოგადი წარმოდგენა მაინც შეიქმნან ორატორზე და მის პოზიციაზე.

გარდა ამისა, შეეცადეთ დასასრულს გააძლიეროთ შთაბეჭდილება ამა თუ იმ პრობლემისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე, მოკლედ ჩამოაყალიბეთ მისი გადაჭრის გზა და მოსალოდნელი დადებითი მხარეები. გააკეთეთ ორიოდე ოპტიმისტური პროგნოზი.


მოიშველიეთ კლასიკოსთა აზრები



ყველა ურთიერთობაში გირჩევთ წარმოაჩინოთ დადებითი განწყობილება, დაჯერებულობა და ფრთხილი ოპტიმიზმი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოსვლის დასასრულს.

ადამიანები უფრო კეთილგანწყობილნი არიან დამაიმედებელი, ვიდრე უარყოფითი სცენარისადმი. მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მძიმე დღეებშიც კი მრავალი ბრიტანელის დათრგუნული განწყობილება უმჯობესდებოდა ჩერჩილის მკაფიო, შემართებული რადიოგამოსვლებით.

ამის კიდევ ერთი დასტურია პრეზიდენტ რეიგანის ტრიუმფი, განპირობებული მისი შეუნელებელი, გადამდები ოპტიმიზმით.

მოხსენების აუცილებელ მოდულთა ( ლოგიკურად დასრულებული “თავების”) რაოდენობა დამოკიდებულია სტრატეგიულ კონცეფციაზე და საარჩევნო კამპანიის წარმართვასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტორებზე. ადგილობრივი საბჭოს არჩევნებში საკმარისია 10 – 12 მოდული, კონგრესისაში ოცამდე.

რაც მეტ ბლოკს მოამზადებთ, მით მეტი გექნებათ მრავალნაირი საინფორმაციო მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა და თითოეული საკითხისადმი უფრო მოქნილი მიდგომის საშუალება. თითოეული მოდული 4 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.

გამოსვლისთვის მზადებისას გაითვალისწინეთ შემდეგი: არის თუ არა საერთოეროვნულ პრობლემებში რაიმე, რაც უშუალოდ თქვენს შტატს, რაიონს, ქალაქს ეხება.

ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები – მასწავლებლები, ფერმერები, მოხელეები, ბიზნესმენები, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ა.შ.

ამას გარდა არ გაწყენდათ სადილზე, ჭიქა ყავაზე, სკოლასა თუ კოლეჯში წარმოსათქმელი სიტყვები. მოდულური მეთოდიკა საჯარო გამოსვლის ორგანიზაციის სხვადასხვა მიდგომათა შორის ყველაზე უფრო მოქნილად ითვლება.

თუკი უშუალოდ კამპანიის მსვლელობის პროცესში გაუთვალისწინებელი პრობლემა წამოიჭრება, ახალი, სპეციალური მოდულის მომზადება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. თუ ამ მეთოდზე უარს იტყვით და ერთ მთლიან, ყოვლისმომცველ სიტყვას დასჯერდებით, გაუთვალისწინებელი საკითხები დიდ პრობლემებს შეგიქმნიან.

კიდევ რამდენიმე რჩევა: აუცილებლად დაჯავშნეთ ადგილი იმპროვიზირებული გამოსვლისა და დასკვნისათვის. ივარჯიშეთ მაგნიტოფონით, მოინიშნეთ – რა დრო მიდის ტექსტის ამა თუ იმ მონაკვეთზე.

ვიმეორებ – თითოეული მოდული ლოგიკურად დასრულებული უნდა იყოს და საჭიროების შემთხვევაში კი დამოუკიდებელ გამოსვლად უნდა ვარგოდეს.

ორატორთათვის ერთერთი საუკეთესო ვარჯიშია ცნობილ პიროვნებათა გამოსვლების შეწავლა. ეს დაგეხმარებათ შეიცნოთ სიტყვის ხელოვნება, განასხვავოთ ოსტატობა უნიჭობისგან. არაა აუცილებელი იმ პოლიტიკოსებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით შემოფარგვლა, რომელთაც ეთანხმებით. ხანდახან ოპონენტის მოსმენა უფრო სასარგებლოა.

დებატებში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება შეუცვლელია. ოპონენტის ქცევაზე დაკვირვება და ოპოზიციის ქმედების შესწავლა არც თუ მცირე სარგებელს მოგიტანთ.

კარგი იქნება, თუ წინასწარ გაამზადებთ მეტოქეზე შეტევის განსახორციელებელ ათიოდე “დამრტყმელ” ფრაზას, რათა გაფანტოთ მისი ყურადღება და კამათი თქვენთვის სასურველ კალაპოტში გადაიტანოთ.

დებატების მსვლელობისას, ბრძოლის ქარცეცხლში, არ დაგავიწყდეთ “შინნამზადი”, რადგან იგი, როგორც წესი, ექსპრომტზე უფრო საიმედოა ხოლმე.

თხოვეთ რომელიმე მეგობარს ოპონენტის როლის შესრულება. ჩაიწერეთ ეს დებატები აუდიო ან ვიდეოფირზე და გაარჩიეთ. დაე ვინმემ დაგისვათ მკვეთრი, არასასიამოვნი კითხვები. დაუნდობლად მოეპყარით საკუთარ თავს! გახსოვდეთ: თუ მომზადების პროცესში რაიმე პრობლემა რთულად გეჩვენათ, დებატებისას ის ბევრად რთული იქნება.

ვინ იქნება დარბაზში?
განათავსებთ თუ არა იქ თქვენს მომხრეთა აუცილებელ რაოდენობას, თუ ოპონენტი შემოგიყრით თავის მომხრეებს?
იქნება თუ არა ნეიტრალურად განწყობილი მასა და მართლა ნეიტრალურია თუ ისიც ოპონენტის მომხრეა?

ყველაფერი უნდა იღონოთ, რათა დებატები თქვენთვის ოპტიმალურად შევსებულ დარბაზში გაიმართოს.

ბევრ დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობს სამი თუ ოთხი ჟურნალისტიც, რომლებიც რიგრიგობით უსვამენ შეკითხვებს კანდიდატებს. თქვენთვის შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, თუ ვინ იქნებიან ისინი.

ტრადიციის თანახმად დებატის ორგანიზატორი ორივე მხარეს წარუდგენს ჟურნალისტთა შესაძლო სიას და მხარეებს უფლება აქვთ უარი თქვან ზოგიერთ მათგანზე.

და ბოლოს – არ მიიღოთ არავითარი სტრატეგიული გადაწყვეტილება დებატებამდე ან მათ შემდეგ 24 საათის განმავლობაში.

სვანი დაფიქრდა… მოეწონა და ისევ დაფიქრდა…

სვანმა ფული იპოვა, დათვალა და გაბრაზდა:
_
აკლია, ამის დედაც
***
მეფუტკრემ სკას თავი ახადა და დაინახა, შიგ სვანი ზის:
_
აქ რა გინდა? _ ჰკითხა გაოცებულმა.
_
დაახურე დროზე, თაფლობის თვე მაქვს! _ უპასუხა სვანმა.
***
სვანი გაიზმორება და გაიბზარება
***
სვანი ეკლესიაში შედის. იქვე მდგომი ქალი სანთელს აწვდის:
_
აჰა, შვილო, სანთელი.
_
არა, გმადლობ, ფანარი მაქვს.
***
სვანი თევზაობს და ჭიაყელები გამოელევაადგება ქაღალდზე დაწერს- “ჭიაყელადა ანკეს გამოაბამსცოტა ხანში ანკესს ამოიღებს და ქაღალდზე დახვდება წარწერა-”თევზი
**
სვანი ცოლს მოიყვანს და როცა განმარტოვდებიან ეკითხება:
ქალწული ხარ?
არა-პასუხობს ცოლი.
ამოიღებს სვანი ხანჯალს და მოუქნევს
ქალი კვდება და განწირული ხმით ამბობს:
თხის რქა ვარ. . .
***
სვანს ეკითხებიან:
მთვარეზე ხალხი ცხოვრობს?
რავი, აბა, სინათლე კი სულ უნთიათ
***
სვანი მობილურზე 8 იანს გამორთავს.
***
სვანი ჩაივლის ფოსტატელეგრაფის შენობასთან დასაქართველოს ტელეკომსრეკლამა 8-10- დაინახავს.
ვაა, ცხრის ათი წუთია
***
სვანს სუნთქვა დაავიწყდება და მოკვდება.
***
სვანი მიდის სვანეთის გზაზე და გვერძე ხელით მიჰყავს მოტოციკლეტი. მეორე სვანი ეკითხება მოტოციკლეტი რად გინდა თუ არ შეჯექი და არ ატარეო? ამანა ჯერა სვანეთის გზები არ იცისოუპასუხა სვანმა
***
სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველისვანი უყვირის.
_
როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?
_
არა!
_
ფეხი ხო არ მოიტეხე?
_
არა!
_
აბა, რა მოიტეხე?
_
დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!
***
სვანს ესვრიან თოფს და გაარტყავენ შუბლში,
-
სვანი ეუბნება თვალში რო მოგერტყა სად მიდიოდი?
**
სვანმა ძროხა შტეპცელში შეაერთა , ცხელი რძე მინდაო….
***
ბიჭი ჩარბის ესკალატორზე. სვანს ფეხზე ფეხს დააბიჯებს უნებურად, მერე შემობრუნდება და ეუბნება:
-
უკაცრავად არ მინდოდაო.
სვანი ეუბნება:
-
წადი ბიძიკო წადი მე უკვე ზურგზე მოგაფურთხეო..
***
სვანი ფენს შარვალს, გადაუვარდება აივნიდან და იტყვისკიდე კაი ზედ არ მეცვაო.
***
სვანი მივა იარაღების მაღაზიაში და ეუბნება:
მოღუნული თოფი გააქვთ ?
რათ გინდა??
პავაროტში კაცი უნდა მოვკლაოო !
***
სვანს ეკითხებიან
-
თაგვს რა ქვია რუსულადო?
-
მიშკაო.
-
ვირთხასო?
-
მიხეილიო.
***
სვანს ეკითხებიან ყველაზე ძლიერი ცხოველი რომელი არისო. სვანი უპასუხებს სპილოო. რატომო? იმიტომ რომ ვირივით ჯანი აქო
**
სვანი მანქანით მიდის, საბურავი გაუსკდება ხეს შეეჯახება და მოკვდება. საფლავზე დააწერენ დაიბადა და გარდაიცვალა რეზენის გახვრეტის გამოოოოო
***
სვან ქალს ქმარი მოუკვდება და წვერს მოუშვებს
***
დიალოგი ორ სვან ქალს შორის :
-
გაიგე გუშინ მახოს თავი მოუკლია?
-
ისევ?
-
ხო!აგერ მოდის არ გაგვიგოს თორე მოგვკლავს
***
სვანი ქუთაისში წყლების მაღაზიაში შედის.
-
ერთი ბაკალი წყალი დამისხი.
გამყიდველი უსხამს, სვანი გარეთ გადის, იმ წუთში ბრუნდება და კიდევ ასხმევინებს ერთ წყალს. ასე მეორდება ათჯერ. ბოლოს გამყიდველი ეკითხება:
-
ვინაა ვეშაპი, ამდენ წყალს რომ ასმევ?!
-
მეზობელ შენობაში ხანძარია.
***
სვანს ფეხსაცმელი მოუჭერს და ტკივილგამაყუჩებელს დალევს
***
სვანს თავის მოკვლა უნდა და შეუვარდება ერთ მანქანს ბორბლებში და არ მოკვდება. მერე შეუვარდება მეორეს მაგრამ არც ეხლა მოკვდება, მესამესაც შეუვარდება და მაშინაც არ მოკვდება და ბოლოს მოიფიქრებს რომ მოძრავ მანქანას შეუვარდეს
***
სვანმა მებაჟე სცემაჩანთაში რას მიძვრებიო?!
**
ორი სვანი ჩავა მეტროში და ერთი მივა მძღოლთან და ეკითხება ეს მათარებელი ვაკეში წამიყვანს მძღოლი ეტყვის ვერა დმაო და მერე მეორე სვანი კითხავს მე?
სვანს მოზდევს 100-მდე კაცი. გზაზე კაცი შეხვდა და ეკითხება:
-
რატომ მოგზდევენ -.
-
მარტორქა მოვკალი და გამომეკიდენ -.
შემდეგ ეს კაცი ხალხს ეკითხება:
-
რატომ მიზდევთ-.
-
თამადა მოვიკლა, მე მაგის დედ.. ტრამ ტარამ ტარამ
**
სვანი ინდოელ ცოლს მოიყვანსგადაფხიკავს და მოიგებს
**
სვანი მიდის მივლინებაში და თავის შვილს აბარებს:
-
შვილო დედაშენთან რამდენი კაციც მოვა
იმდენი ლურსმანი დაარჭე კარებსო.
2
თვეში მამა ბრუნდება, კარებზეა 2 ლურსმანი და შვილს ეკითხება
-
რა არის შვილო მარტო 2 კაცი მოვიდაო?
-
რას ამბობ მამა 2 კარები უკვე გამოვცვალეო
***
სვანს და მოუკვდება, ადგება და სიძეს მოკლავს.
სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება რატო მოკალი შენი სიძეო?
სვანმა უპასუხა, და აღარ მყავს და სიძე რა ჩემ ფეხებად მინდაო
**
ორი სვანი ცხენებს იყიდიან და ფიქრობენ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგანო. ერთი ეტყვის მეორეს: -მოდი კუდები დავაჭრათო. დააჭრიან ორივე ცხენს კუდს და მაინც ვერ არჩევენ. მარჯვენა ყურებსაც მოაჭრიან, მერე მარცხენას, ცხენები ისევ ერთნაირია. ბოლოს ერთი იტყვის: -მოდი, მაშინ თეთრი შენი იყოს და შავიჩემიო
**
გადავირიე კაცო, გუშინ ეს რა წავიკითხე… -ამბობს სვანი, ქვრივი ქალები ქმრებზე დიდ ხანს ცხოვრობენ თურმე.
**
მეგრელს უნდა თავის მიკვლა მაგრამ ეშინია, სვანი დაინახავს და ეტყვის არ გეშინია შეხედეო და ხმალს მუცელში გაიყრის
**
სვანი ზის კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე და წიგნს კითხულობს. ჰკითხეს:
_
აქ რატომ კითხულობ?
_
უმაღლესი განათლება უნდა მივიღო.
**
სვანს ეკთხებიან:
-
გუშინ შენი კატა ასე საშინლად რატომ ჭყაოდაო?
-
იმიტომ, რომ ვბანდიო
-
შენ ვის ატყუებ? მეც მყავს კატა და მეც ვბან, მაგრამ ასე არ ჩხავისო
-
ეეე შენ ძმაო ალბათ არ წურავო
**
სვანების დისკოტეკა: ერთ ოთახში შუქი ანთია მეორეში არა და დარბიან აქეთ-იქით
**
-
რას ნიშნავს როცა კომპიუტერთან ჩუსტები აწყვია?
-
ესე იგი, სვანი ინტერნეტშია შესული.
**
სვანს ურტყავენ აწამებენ პოლიციელები შავებს შეაგინეო თორე ციხეში ჩაგსვავთო, სვანი კიდე არაფრის დიდებით არ აგინებს ქურდებს, მაგარს სცემენ სვანს დაალილავებენ მარა ბოლოს მაინც რო არ შეაგინებს ჩასვავენ ციხეში, ჩიხეში სვანს ქურდები ეუბნებიან ჩვენი ძმა ხარ რო არ შეგვაგინეო მაგარი კაცი ხარო, სვანი კიდე პასუხობს არა ძმებო პრინციპის საკითხი იყო თორე თქვენი დედე არ მოვ…..
**
სვანი ოქროს თევზს დაიჭერს და დაალომბარდებს.
**
სვანმა იმდენჯერ შეიყვანა არასწორი პაროლი, რომ ბოლოს კომპიუტერი დანებდა
***
სვანები 99- სართულზე ფეხბურთს თამაშობენ და ბურთი გადაუვარდებათ. ყველანი კიბით ჩავლენ ამოსატანად. სახურავზე მარტო ერთი სვანი დარჩება, რომელიც პირდაპირ გადახტება და ასფალტს დაენარცხება. კიბით ჩასულები მისცვივდებიან მიცვალებულს და
ურტყამენ , რაც ძალა და ღონე აქვთ:
მოკლე გზა თუ იცოდი, ჩვენ რატომ არ გვასწავლეო?!
**
სვანი გველი ცოლს მოიყვანს და ერთ თვეში მიხვდება რო შლანგია.
**
ესეიგი სვანი ბათუმში მაგარ სასტუმროში დასასვენებლად ჩავიდა და ორი დღის მანძილზე აუზიდან არ ამოდის, სულ ყვინთაობს და ყვინთაობს. ბოლოს როგორც იქნა ამოძვრა და სასტუმროს მფლობელს ეკითხება, ამ ბასეინში კაფელი ვინ გააკეთა?! ? ვიღაც ჟორამ, ეუბნება პატრონი. ? სვანი: მაგარი დიხანიე კი ჰქონია და!?
**
სვანს უთხრეს, ჩამოთვალე შვიდი გარეული ცხოველიო და ისიც უპასუხებს: – სამი ლომი და ოთხი ვეფხვიო.
**
სვანი თინეიჯერის დღიურიდან: “ამ შაბათს მაგარი პონტი გაიჩითა სახლში მარტო დავრჩი და დაიწყო თავბრუდამხვევი სიტუაცია,მაგარი ზმანები,თეთრი ფხვნილი…. მაგრამ მერე მშობლები მოვიდნენ და სარეცხი მანქანიდან ამომიყვანეს.”
**
სვანი მეკობრეობას გადაწყვიტავს და თვალს ამოითხრის
***
სვანი წერილს წერს მეგობარს: “ამ წერილს ნელა გწერ, ვიცი რომ ჩქარა კითხვა გიჭირს
***
სვანი ცხენს დაკარგავს და იტყვის: -კიდევ კაი ზედ არ ვიჯექიო.
***
სვანი მრგვალი მაგიდის კუთხეში ზის.
***
მეგრელი ზის ლიანდაგზე სვანი მივა და ეტყვის ძმურად ცოტა ჩაიჩოჩე
***
სვანები ბურთს დაკარგავენ და რა ვქნათო? რა და ვისაც ყველაზე მგვრალი თავიაქ მოვაჭრათ და იმით ვითამაშოთო.გამოეკიდნენ ვისაც მგვრალი თავი ჰქონდა ,იმან კიდევ ამოიღო ხანჯალი და მიიჭირა თავზე: არ მომეკაროთ თუ არა ჩავფუშავ
***
სვანს ცოლი გაექცა,გაეკიდა და გაუსწრო.
***
ტურისტები სვანეთში ავიდნენ და დაინახეს ოქროს თევზი ბალახს თიბავდა.რას აკეთებო რომ ჰკითხეს ,ეეხ რა ვიცი ,ამ სვანებს ხო ნატვრა ვერ ვასწავლეო
***
სვანი არის მარშუტკის მძღოლი. ერთხელ მარშუტკაში ბებერი ქალი. ამოვა და ეს სვანი ადგილს დაუთმობს
***
სვანი თუთიყუშს იყიდის, და ერთ თვეშ სვანი ლაპარაკს ისწავლის.
***
სვანი ფარდას აუთოვებს და გადავარდება
***
სვანი მიდის სახლში და ცოლს ეუბნება:
-
იცი, დღეს ტაქსის მძღოლი გადავაგდეო.
ცოლი ეკითხება: როგორო?
სვანი პასუხობს: ფული მივეცი და ტაქსში არ ჩავუჯექიო.
**
1
სვანი დგას მაგიდაზე და ნათურა უჭირავს. 3 სვანი მაგიდას ატრიალებს. მე-4 სვანი ამათი საწინააღმდეგო მიმართულებით უვლის კრუგებს მაგიდას რომ ვინც მაგიდააზე დგას იმას თავბრუ და დაეხვეს. მე-6 სვანი ელ. გადამცემ ბოძთან დგას დენი რო მოვა უნდა იყვიროს რო მაგიდაზე მდგომი არ დაატოკოს. და მე-7 სვანი კიდე კართან დგას თოფით იმიტო რო თუ ბოძტან მდგომს დენი გამოეპარა ამან მოკლას
***
სვან პროგრამისტს ბავშვი დაეკარგა და google.com-ით ეძებდა
***
სვანი გრამატიკის გაკვეთილზეა.
-
შენ იბან, მეც ვიბან, ისიც იბანს, რა დროა?
-
ახალი წელი
**
სვანი ეკითხება თავის ცოლს:
-
ყველას ესეთები რატო ვგონივართ? (და მაგიდაზე აკაკუნებს?)
ცოლი: -აკაკუნებენ
სვანი: -იჯექი მე გავაღებ
***
სვანმა თავი მოიკლა და 9 ტყვია ამოუღეს თავიდან
***
სვანი ზის წიქარაზე და მიაქროლებს. გადააგდო სავარცხელი, გადააგდო ბოთლი. წიქარა ეკითხება: – რა დაგრჩა გადასაგდებიო? სვანმა: – სალესავიო. ხოდა შე ჩემის მო*****ის შვილო უკან მაინც გადააგდე თორემ დავიღალე კლდეებზე სიარულით და ხეების ჭრითო
***
სვანი 50 წლის გახდა, ტორტი გამოუცხვეს და 50 სანთელი ჩაარჭეს შიგ,მიუტანეს-სვანმა შეხედა,გამოექანა და ტორტს გადაახტა! – ჭია-კოკონობა ეგონა.
***
სვანი ბამბის ნაყინს იყიდის და ყურებს გამოიწმენდავს.
***
სვანი არჩევნებზე ფარგალს წაიღებს შემოსახაზად
***
სვანი ურეკავს შეყვარებულს,დღეს ჩემთან არავინ არ იქნება და ამოდიო.მივა შეყვარებული და მართლა არავინ დახვდება სახლში.
***
სვანს ეტყვიან ბავშვი მომინათლეო.- მე მონათვლისა არ ვიცი, ჩემიც სხვას მოვანათლიეო-უპასუხებს სვანი
***
სვანი თავის მოკვლას გადაწყვეტს, შემთხვევით შეეშლება და თავის ტყუპისცალ ძმას მოკლავს.
***
სვანი კედლის ხალიჩაზე წამოწვება.
**
სვანებს დას გაუუპატიურებენ, დაიჭერენ იმ როჟას და უნდა მოკლან, ის კიდე უხვეწება არ მომკლათ და თუ გოგო გაჩნდება ნახევარ მილიონს გადავიხდი და თუ ბიჭი ერთ მილიონსო.
სვანები დაფიქრდებიან და ეტყვიან მუცელი რო მოეშალოს მეორედ არ ***?????
**
სვანს ტოპიკს აჩუქებენ და გადააგდებს პატარა მაქვსო.
**
სვანი კომპიუტერთან ზის სრულიად შიშველი
მეგობარი შემოდის და გაკვირვებული ეკითხება რას შვებიო?
კომპიუტერს სეკას ვეთამაშები გახდაზეო
**
სვანს დაარტყავს ავტობუსი.სვანი ადგილიდან მიიმალა მძღოლი კი ადგილზე გარდაიცვალა აცხადებენ კურიერში
**
სვანმა ბაღში ისეთი საფრთხობელა დადგა რო ჩიტებმა შარშანდელი მოსავალიც უკან მოიტანეს
***
სვანი მივა გასვენებაში ყვავილებს ვერსად ვერ იშოვის და ბამბანერკას მიიტანს
***
სვანს თავისი ხვრინვა შეაწუხებს და მეორე ოთახში გავა.
***
სვანი დგას ავტობუსის გაჩერებასთან, მივიდა მეორე სვანი და ეკითხება:
-
შენ რა ნომერს უცდი?
-
მე 2 ნომერს, შენ?
-
მე 5 ნომერს.
მოვიდა 25 ნომერი ავტობუსი და ორივე ავიდა
***
სვანი ჩავარდება ორმოში, წვალობს წვალობს და ვერ ამოდის. დაიღალა და დაჯდა. რომ დაiსვენა ასე თქვა:
-
ერთხელ კიდე ვცდი და თუ ვერ ავედი მერე სახლში წავალო
***
სვანი დაინახავს მონაზონს და გაიფიქრებს: დედალი მღვდელი.
***
სვანი კომპიუტერზე ნიორს ჩამოკიდებს, ვირუსი აღარ შეეყრებაო.
***
სვანი წყალში თევზს ახრჩობდა.
***
სვანი ჩადის მარშუტკიდან და არ აქვს ფული.მძღოლს ეუბნება:
-
პანჩური დამარტყი,-დაარტყავს.
-
კიდე დამარტყი-დაარტყავს
სვანი თავის მეგობარს გასძახებს :
ზაურ, შენი გადახდილია!
***
სვანი ვეფხისტყაოსანს ზეპირად ისწავლის და ხელზე ჯვარს დაისვავს არ დამავიწყდესო
***
სვანს აჩვენებენ ჭას და ეტყვიან:
შენი წინაპრები აქედან სვამდნენ წყალსო.
სვანი:ვახ მაგ შობელძაღლებს რამხელა კისერი ქონიათო
**
სვანები მანქანებს წითლად გადაღებავენ: “სააღდგომოდ უნდა დავაჯახოთო
***
სვანი სახლში ახალ ავეჯს დგავდა ძველს კი ფანჯრიდან ჰყრიდა. მეზობელი ეუბნება:
-
ვინმეს არ დაეცეს, სანამ გადააგდებ დაიყვირე მაინც.
სვანმა უპასუხა:
-
მე რა მაქვს საყვირელი. ვისაც დაეცემა იმან იყვიროს.
**
სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, დგას და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:
-
რა გაცინებს?
-
ის ორი მე მაცილებდა!
***
სვანი კარადის თავზე აძინებს პატარას. მეზობლებმა ჰკითხეს მანდ რატომ აძინებო და აბა ლოგინიდან რომ ვარდება ხმა არ მესმის და მიცივდება ბავშვი იატაკზეო.
***
სვანი იჩხუბებს მამამისთან და წავა სახლიდან. რამოდენიმე თვეში მოსდის წერილი,გახსნის და ცარიელი ფურცელია. მამა:-კიდე არ მელაპარაკება ეს შობელძაღლი
***
სვანი მეორედ ჩავიდა პარიზში. ეიფელის კოშკი ისევ იქ, რომ დაინახა ჩაილაპარაკა: ამათ კიდე ვერ უპოვიათ ნავთობი
***
სვანი კახელს ლურსმნის თავით ჩარჭობაში ეჯიბრება. კახელი სამს ჩააჭედებს, სვანი _ ერთს, მაგრამ უკუღმა.
***
პატრულმა გააჩერა მანქანა ნომრების გარეშე. მძღოლი სვანი აღმოჩნდა.
პოლიციელმა ჰკითხა:
-
რატომ დადიხართ სანომრე ნიშნების გარეშე?
-
რათ მინდა, ზეპირად ვიცი.
სვანი შევიდა მაღაზიაში და კითხულობს:
რა ღირს გარმონი?
სვანებზე არ ვყიდით. — პასუხობს გამყიდველი.
სვანი წავა სხვანაირად ჩაიცვავს, შევა მაღაზიაში და ისევ იკითხავს:
რა ღირს გარმონი?
სვანებზე არ ვყიდით. — კვლავ პასუხობს გამყიდველი.
ასე გაგრძელდა რამოდენიმეჯერ.
ბოლოს სვანმა დაკარგა მოთმინება და გამყიდველს ჰკითხა.
-
როგორ იგებ, რომ სვანი ვარ?!
-
როგორ და ეგ გარმონი კი არა რადიატორია.
***
დიდუბიდან მეტრო დაიძრა თუ არა, სვანი დაიხარა და შარვალი აიკეცა.
_
რას აკეთებ? _ კითხა მეგობარმა.
_
შემდეგი სადგურიღრმაღელეოდა
***
სვანი უფროსი მდივანს აძლევს ორ ქაღალდს:
_
ეს ორიგინალია, ეს ქსეროკოპია, შეადარე, შეცდომა არსად იყოს გაპარული.
***
სამი სვანი დამალობანას თამაშობდასამივე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
***
სვანი ინტერნეტში შევა და ანტივირუსი მოკლავს.
***
სვანი მეასე სართულიდან გადმოვარდა და ფილტვების ანთებით მოკვდა.
***
სვანს ოპერაციას გაუკეთებენ თავზე, ქალას ახდიან, შიგ ძაფია გაბმული: “ამ ძაფს აქ რა უნდა?!” გაიფიქრებს ექიმი და გადაჭრის. სვანს ყურები დასცვივდება.
loading...